კიკე სეტიენს კოუტინიოს დაბრუნება და დემბელეს გაშვება უნდა

კიკე სეტიენს კოუტინიოს დაბრუნება და დემბელეს გაშვება უნდა

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით იმყოფება, შესაძლოა, კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს, ფრანგმა თავდამსხმელმა უსმან დემბელემ კი - კლუბი დატოვოს.

Ok Diario-ს ჟურნალისტის, ედუარდო ინდას ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება სურს. 61 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში დემბელეს მომავალს ვერ ხედავს, ამიტომ მას უნდა, 22 წლის ფეხბურთელმა გუნდი მომავალ სეზონში დატოვოს.

კოუტინიო "ბაიერნში" უკეთ თამაშობს, მაგრამ ის ძველებურად მაინც ვერ ათამაშდა. 27 წლის ნახევარმცველმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება დემბელეს, მას ტრავმები, როგორც ყოველთვის, კვლავ თავს ახსენებს. ის ახლაც სერიოზულ დაზიანებას მკურნალობს და რამდენიმე თვე მოედანზე ვერ გავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 26 თებერვალი 2020 03:07
    1
    ციტატა: ozbeta
    ანუ სეტიენს გონია რომ მომავალ წელს მწვრთნელი იქნება :)))

    თუ აჩკარიკა დარჩა იქნება100%
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 26 თებერვალი 2020 00:57
    0
    ანუ სეტიენს გონია რომ მომავალ წელს მწვრთნელი იქნება :)))
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #11 26 თებერვალი 2020 00:24
    6
    ციტატა: Ioioio
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დემბოს ვერავინ შეეხება,ბარსას მომავალია❤❤👊👊

    კი ლაზარეთს მარტო ეგ აფუნქციონირებს, ასე თუ განაგრძო ლეგენდობასაც გამოკრავს ხელს.

    ლაზარეთის დიდი ლეგენდა

    უსმან დემბელეს სახელობის ლაზარეთი
    გულშემატკივარი [?]
    #10 25 თებერვალი 2020 23:51
    6
    საკმაოდ კარგი იდეაა. კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა ბარსელონაში, რადგან უბრალოდ სწორი ადგილი ვერ მოუნახა მას ვალვერდემ. არ ჯდებოდა მის სისტემაში და აქედან გამომდინარე ვერ გამოიყენა მისი რესურსი. კიკე სეტიენის ბარსელონაში კოუტინიო, ჩემი ხედვით, საკმაოდ კარგად ჯდება, შესაძლოა მისი დაყენება შემტევ ნახევარმცველად (ინიესტა რა პოზიციაზეც იყო). ალტერნატიული ვარიანტია მისი ფლანგზე დაყენება, თუმცა, ვფიქრობ კოუტინიო მაშინაა ძლიერი როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან თავისუფალ სივრცეებს ხედავს, ასე რომ ფლანგზე ნაკლებად პროდუქტიული იქნება. დემბელე კიდევ რაც გადმოვიდა ხარჯია და მეტი არაფერი. აშკარად ეტყობა ფიზიკური სისუსტე. საჭიროა მისი ტრანსფერზე დაყენება, რათა უთამაშებელ ფეხბურთელებში აღარ იხადოს ფული გუნდმა.
    Culé [?]
    #9 25 თებერვალი 2020 23:47
    3
    კოუ დაბრუნდეს და თანახმა ვარ ეს დარჩეს გუნდში. მაინც სულ ლაზარეთში დევს :დდდ
    --------------------
    #infinit8iniesta
    [?]
    #8 25 თებერვალი 2020 23:43
    3
    ორივე ქესტუმ და წესიერი ვინგერი და ლაუტარო. ორივემ გამიცრუა იმედი
    MSN
    სტუმარი [?]
    #7 25 თებერვალი 2020 23:36
    7
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დემბოს ვერავინ შეეხება,ბარსას მომავალია❤❤👊👊

    ,,ლაზარეთის ლეგენდა"
    გულშემატკივარი [?]
    #6 25 თებერვალი 2020 23:35
    1
    ეს ჭორები როგორ მაცინებს :დდ
    Culé [?]
    #5 25 თებერვალი 2020 23:23
    7
    დემბელეს არავინ გაუშვებს, კოუტინიო კიდე არ უნდა დაბრუნდე, რადგან ვერასდროს იქნება ის რაც ლივერპულში იყო, ინგლისში სულ სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ აი აზარი ნახეთ ჩელსიში რა დონეს დებდა და ლალიგაში ჩაიკუკა დემბელე დვა ტრანმვებში.
    Culé [?]
    #4 25 თებერვალი 2020 23:21
    13
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დემბოს ვერავინ შეეხება,ბარსას მომავალია❤❤👊👊

    კი ლაზარეთს მარტო ეგ აფუნქციონირებს, ასე თუ განაგრძო ლეგენდობასაც გამოკრავს ხელს.

    ლაზარეთის დიდი ლეგენდა
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #3 25 თებერვალი 2020 23:17
    4
    ამან ისე ილაპარაკა დემბოზე ჭორის მეტი არაფერია ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 თებერვალი 2020 23:16
    3
    სისულელეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 25 თებერვალი 2020 23:12
    3
    დემბოს ვერავინ შეეხება,ბარსას მომავალია❤❤👊👊