მარეკ ჰამშიკი: "ბარსელონასთან" მოგება ნამდვილი სასწაული იქნებოდა

მარეკ ჰამშიკი: "ბარსელონასთან" მოგება ნამდვილი სასწაული იქნებოდა

"ნაპოლის" ლეგენდარული და ჩინური "დალიან იფანის" ახლანდელი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი "ნაპოლისა" და "ბარსელონას" შორის დღეს გასამართ შეხვედრაზე საუბრობს.

"გატუზოსთან ერთად გუნდი უკეთესი გახდა. ახლა ისინი უფრო კომპაქტურად თამაშობენ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ნაპოლი" "ბარსელონასთვის" პრობლემები შექმნას.

"ბარსელონასთან" მოგება ნამდვილი სასწაული იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. "ნაპოლი" სახლში ძლიერია. დღევანდელი საღამო კატალონიური კლუბისთვის რთული იქნება." - ციტირებს ჰამშიკის სიტყვებს Football Italia.

"ნაპოლი" და "ბარსელონა" ერთმანეთს თბილისის დროით 00:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 25 თებერვალი 2020 22:25
    2
    ოცნებას კაცი არ მოუკლავს😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 თებერვალი 2020 22:21
    2
    კი კი ელოდეთ მაგ სასწაულს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued