ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აპირებს კლუბის პირველი პირის სტატუსი უკვე მიმდინარე წელს დაიბრუნოს. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში გაირკვევა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან ჟოზეპ მარია ბართომეუ და დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ლაპორტა შეეცდება კლუბის პრეზიდენტობა დაიბრუნოს. Cadena SER-ის ცნობით, ლაპორტა პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ვიქტორ ფონტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ორივე მათგანს პრეზიდენტობის ამბიცია აქვს და მათი ხედვებიც ერთმანეთს ბოლომდე არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, ლაპორტა და ფონტი არჩევნებზე ერთი კანდიდატურით წარდგნენ.

დღეის მდგომარეობით, ივარაუდება, რომ თუ წელს არჩევნები გაიმართა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: ემილი რუსო (ამჟამინდელი ბორდის კანდიდატი), ვიქტორ ფონტი, ჟოან ლაპორტა.

ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდში ფრანკ რაიკარდის, რონალდინიოს, სამუელ ეტო'ოს, პეპ გვარდიოლას (მწვრთნელის) მიყვანა, გუნდის კრიზისიდან 2-ჯერ გამოყვანა და კლუბის ისტორიაში პირველი ტრებლის (2008/09) მოგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 24 თებერვალი 2020 08:30
    0
    ციტატა: InFiNiTe8
    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს

    Kule irchevs prezidents. Yvela vinc kulea xmis mighebis ufleba aqvt.
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 თებერვალი 2020 08:23
    0
    ბართომეუ იღებს მონაწილეობას? ან ვინ ირჩევს ამ პრეზიდენტებს
    Culé [?]
    #7 24 თებერვალი 2020 02:40
    0
    Ise Laportam da Fontimac ro erti meoris kbena daiwyon am kampaniisas fulis gulistvis modian gamodis, xo? Idea erti aqvt dae irchios xalxma.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 თებერვალი 2020 00:40
    4
    იმედია მოვა ლაპორტა პრეზიდენტან და გააბუნძულებენ ბართომეუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 თებერვალი 2020 00:11
    3
    გადადგომას არ აპირებსო ეს ნაბ,,,ი
    Culé [?]
    #4 23 თებერვალი 2020 22:10
    9
    დაბრუნდი ლაპორტააა კლუბს აკლია შენი პრეზიდენტობაა გვარდიოლას დაბრუნება გვინდაააააა
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2020 21:35
    17
    მივესალმები ლაპორტას <3 იმსახურებს ეს კაცი ბარსას პრეზიდენტობას,რაც ამას აქვს გაკეთებული გუნდისთვის <3
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 23 თებერვალი 2020 21:30
    11
    ლაპორტააა👊👊👊👊დაბრუნდი და კიდევ ერთი მონსტრი შექმენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 თებერვალი 2020 21:09
    12
    მერე მოიშორეთ ეს ფაროსანა და მე შენ მოგცემ ხმას.😂