არტური: ასეთი მატჩი გვჭირდებოდა

"ეიბართან" გამართული გუშინდელი მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურ მელომ კომენტარი გააკეთა.
"ასეთი მატჩი გვჭირდებოდა - მატჩი, რომელშიც ყველაფერი კარგად წავიდოდა. ეს თამაში "რეალთან" და "ნაპოლისთან" მოსამზადებლად გამოგვადგება."
"მინდა, კლუბის ფიზიოთერაპევტებსა და ექიმებს მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ. ახლა, თავს კარგად ვგრძნობ." - თქვა არტურმა "ბარსელონას" ოფიციალურ არხთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]