მესის პოკერი: "ბარსამ" "ეიბარი" 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

მესის პოკერი: "ბარსამ" "ეიბარი" 5-0 გაანადგურა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩს, "ბარსელონა" შესანიშნავ განწყობაზე შეხვდება - კატალონიელებმა ლა ლიგის 25-ე ტურში "ეიბარი" გამანადგურებელი სხვაობით, 5-0 დაამარცხეს. 

ლიონელ მესიმ, რომელსაც აქამდე კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია ჰქონდა, პოკერის შესრულება შეძლო. პირველ ტაიმში მან სამი გოლი გაიტანა, მეორეს ბოლოს კი კიდევ ერთი დაამატა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე არტურმა დააფიქსირა. 

შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა. 

"ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა, მადრიდის "რეალს" კი, რომელმაც ამ ტურში "ბარსას" მატჩის შემდეგ ითამაშა, 53 აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდი "ლევანტესთან" 0-1 დამარცხდა. 

კატალონიელები მომდევნო შეხვედრას "ნაპოლისთან" გამართავენ. კიკე სეტიენის გუნდი მეტოქეს სტუმრად, 25 თებერვალს დაუპირისპირდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 23 თებერვალი 2020 15:55
    0
    აზარი 2 თვეს იუქმებსო ❤️

    თუ გაინტერესებთ დ
    Culé [?]
    #10 22 თებერვალი 2020 22:56
    12
    ბრაითვაიტმა იმდენი გააკეთა 20 წუთსი რაც გრიზმანმა თვეების განმავლობაში. ტიპი ეგრევე პიტბულივით წინ მიდის, არ ერიდება არავის და ეგა მთავარი, ნეიმარის მერე ასე არავინ წასულა წინ და იმედია ასე გააგრძელებს, მუდამ წინ მცველების მოტყუებაზე, ეგაა მთავარი შემტევისთვის რაც გრიზის აკლია, ტიპი სულ უკან აკეთებს პასს. მიდი ბრათ ასე გააგრძელე
    გულშემატკივარი [?]
    #9 22 თებერვალი 2020 22:12
    12
    რეალი დაკარგავს ქულებს ლევანტესთან
    ფანი [?]
    #8 22 თებერვალი 2020 21:48
    24
    ვიღაცამ თქვა მესი 3+ გოლს გაიტანსო
    Culé [?]
    #7 22 თებერვალი 2020 21:40
    10
    კარგია ბარსა წარმატებებიიიი ჩვენს გუნდს მესიიი მხეცია მხეციიიი თუ რეალმა სამი ქულა აიღო გადაგვასწრებს ვილოცოთ რომ მატჩი ფრედ დაამთავროს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 თებერვალი 2020 21:38
    8
    სვენება-სვენებით ამოტენა ეიბარი ამ "ნაბიჭვარმა".
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 თებერვალი 2020 21:38
    7
    შეხვედრაში შედგა მარტინ ბრეითუეიტის დებიუტი, რომელიც მოედანზე მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიდა.
    ერთი სიტყვთ მაინც დაწერეთ, რო იმ 20 წუთში ორი საგოლე გააკეთა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 თებერვალი 2020 21:36
    6
    იმედია აწი და აწი შეყრის გოლებს დღეს იმენა ჩაკლასა ლომმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 22 თებერვალი 2020 21:23
    20
    სიარულით მოვიგეთ დამაჯერებლად, სეტიენის ხელი ეტყობათ აშკარად, 2 ურთულესი მატჩის წინ 5-0 ისეირნეს რაც მაგარიაა.
    Culé [?]
    #2 22 თებერვალი 2020 21:13
    6
    კარგი თამაში იყო,მაგრამ ეიბარი საზომი არაა,რა თქმა უნდა. 4-4-2 სისტემით თამაშს ლიგაზე,მგონი,მაინც ფატის დაყენება სჯობს.შეტევის დროს ფეხბურთელების ნაკლებობა იყო ხოლმე და ვიდალი(რომელსაც იდეაში ეგ ევალებოდა) ვერ ავსებდა სივრცეებს ისე,როგორც საჭიროა.ნახევარდაცვაში კიდე პირიქით,ზედმეტი იყვნენ და ერთმანეთს ებლანდებოდნენ ხოლმე იმიტორო მიუჩვეველი არიან.პახოდუ ორი შემტევით როცა თამაშობ, ერთი ცივსისხლიანი ფინიშერი უნდა გყავდეს და მაგ ფუნქციას გრიზმანი აშკარად ვერ ითავსებს.მესი კიდე უკან ჩამოდის და სიღრმიდან თამაშობს.რაკიტიჩი საშინლადაა ფორმიდან ამოვარდნილი და ლიგას არც უნდა გააკაროს.დე იონგის გარეშე ვაფშე მკვდარია ნახევარდაცვა.არტურს აშკარად კარგად შეუძლია წინ წასვლა და შემტევების დახმარება.ფორვარდის უკან აწევა კარგად გამოსდის და უფრო ხშირად უნდა აკეთოს ხოლმე.საბოლოო ჯამში ლიგაზე მაინც 4-3-3ს ვარჩევდი მე.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 22 თებერვალი 2020 21:11
    0
    ციტატა: jack slater
    ბოლოსდაბოლოს რამდენი არ ჩათვალა სუდიამ თუ დაითვალეთ?

    3 tu 4 armaxsovs