ჯენარო გატუზო: ევროპა ლიგა "ბარსელონასთან" მოგებაზე მნიშვნელოვანია
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო აცხადებს, რომ მისთვის სერია A-ს საუკეთესო 6 გუნდში მოხვედრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" თამაში.
"ბარსასთან" თამაშზე ჯერ არ ვფიქრობ. თუ არჩევანი "ბარსელონასთან" მოგებასა და ევროპა ლიგაზე გასვლას შორის მექნება, უყოყმანოდ მეორეს ავირჩევ.
სერია A-ში მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვეცდები მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანო. ჩემს გადაწყვეტილებაზე "ბარსელონასთან" სამშაბათს გასამართი დაპირისპირება გავლენას ვერ მაოხდენს.
გუნდში, "ბარსელონასთან" თამაშზე საუბრები ჯერ არ მიდის. ჯერ ბალოტელისა და ლოპესს უნდა დავუპირისპირდეთ, ხოლო შემდეგ მესის."
დღეს, "ნაპოლი" სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ "ბრეშას" სტუმრად დაუპირისპირდება. ნეაპოლელებს, 24 ტურის შემდეგ, 33 ქულა აქვთ და ევროპის ლიგის ზონას ისინი 2 ქულით ჩამორჩებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]