Sport ადასტურებს: "ბარსამ" ტრანსფერი შეათანხმა და 18 მილიონს გადაიხდის
Mundo Deportivo-ს შემდეგ, მარტინ ბრეითუეიტის "ბარსელონაში" ტრანსფერს კიდევ ერთი ცნობილი კატალონიური გაზეთი, Sport ადასტურებს.
"ლეგანესმა" მოლაპარაკებაზე უარი თქვა, ამიტომ კატალონიელები პირდაპირ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას - 18 მილიონ ევროს გადაიხდიან.
28 წლის დანიელი თავდამსხმელი, რომელიც უსმან დემბელეს ოფიციალურად ცვლის, კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2023 წლამდე ექნება.
ცნობილი ხდება, რომ ბრეითუეიტის დამატება კიკე სეტიენის ინიციატივაა - "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ის ანხელ როდრიგესს ამჯობინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]