ჟერარ პიკემ ჟურნალისტს მარიონეტი უწოდა

  • 19-02-2020, 15:37
  • ჟერარ პიკემ ჟურნალისტს მარიონეტი უწოდა

    "ბარსელონა" ახალ სკანდალში გაეხვა, როდესაც ჟოზეპ მარია ბართომეუს საკუთარი იმიჯის დასაცავად ტროლების გამოყენება დასდეს ბრალად.

    პრესა აცხადებდა, რომ ბართომეუმ ტროლებს 1 მილიონი ევრო გადაუხადა, რათა საზოგადოება თავისი პერსონისადმი დადებითად განეწყო.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით ტვიტერის საშუალებით განცხადება გააკეთა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა მარკალ ლიორენტემ.

    "წლებია ვიცნობ "ბარსელონას" ირგვლივ არსებულ გარემოსა და გულშემატკივართა განწყობას. საბედნიეროდ, ისინი ნაკლებად მანიპულირებადი და მეტად მოაზროვნეები გახდნენ. მათ მშვენივრად იციან, თუ ვინ სურს "ბარსელონას" თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენოს." - დაწერა ლიორენტემ სოციალურ ქსელში.

    ამ პოსტს ჟერარ პიკე გამოეხმაურა და კომენტარის სახით ერთი სიტყვა კატალონიურად მიუწერა: "მარიონეტი".

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    20 თებერვალი 2020 10:45

    კარიერა დაამთავრე რა პიკე ამ ზაფხულს და მოვგვშორდი.

    0
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 თებერვალი 2020 20:28

    დროზე მოეთრიე პრეზიდენტად ფეხბურთის თამაშს ვეღარ ქაჩავ და მასე მაინც დაეხმარე კლუბს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    19 თებერვალი 2020 16:33

    ეს სიტუაცია მახსენებს-აქვე,საქართველოში ქართული ოცნების როგორც ორგანიზაციისა და მთავარი არხის როგორც მედიის (ჟურნალისტების) დაპირისპირებას... ჟურნალისტა დაწერა სიმართლე,გამოხტა მოდი ვიტყოდი,მსხვერპლი ბართომეუს ტყუილებისა-პიკე.

    1
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    Cule Is Always Elegant Culé [?]

    19 თებერვალი 2020 15:45

    ანუ? :დ

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge