შემტევებში დახარჯული 332 მილიონი ევრო და კვლავ პრობლემა ამ პოზიციაზე

  • 19-02-2020, 15:11
  • შემტევებში დახარჯული 332 მილიონი ევრო და კვლავ პრობლემა ამ პოზიციაზე

    2016/17 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ბარსელონამ" 7 თავდამსხმელი შეიძინა და მათში 332 მილიონი ევრო გადაიხადა.

    • 2016-2017: პაკო ალკასერი, 30 მილიონი ევრო;
    • 2016-2017: დენის სუარესი, 3 მილიონი ევრო;
    • 2017-2018: ჟერარ დეულოფეუ, 12 მილიონი ევრო;
    • 2017-2018: უსმან დემბელე, 125 მილიონი ევრო;
    • 2018-2019: მალკომი, 41 მილიონი ევრო;
    • 2018-2019: კევინ-პრინს ბოატენგი 1 მილიონი ევრო (იჯარით);
    • 2019-2020: ანტუან გრიზმანი 120 მილიონი ევრო.

    შენიშვნა: ჩამონათვალში არ შედის ფილიპე კოუტინიო (145 მილიონი ევრო), რადგან ბრაზილიელის რეალური პოზიცია ნახევარმცველია, თუმცა "ბარსელონაში" ყველაზე ხშირად სწორედ მარცხენა ფლანგზე შემტევად თამაშობდა.

    Tribuna-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "ბარსელონამ" ბოლო 4 წლის განმავლობაში შემტევებზე 332 მილიონი ევრო დახარჯა, 2016-17 წლების სეზონიდან მოყოლებული კლუბმა 7 ფორვარდი შეიძინა. თუმცა დღეს კატალონიელები კვლავ ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის ძიებაში არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებული მოთამაშეებიდან ამჟამად კლუბში მხოლოდ ორი მათგანია: უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი.

    თუმცა, უსმან დემბელე, ტრავმის გამო, "ბარსელონას" 6 თვით ვერ დაეხმარება. გამოჯანმრთელებულ დემბელეს მყესი გაუწყდა და მისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. ფრანგმა შემტევმა კლუბის მაისურით 74 მატჩში 19 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი დაზიანებების გამო 62 თამაში გამოტოვა.

    პაკო ალკასერი -ალკასერმა 50 მატში 15 გოლის გატანა შეძლო. 2018 წელს კი 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ "დორტმუნდში" გადავიდა. ახლა ალკასერი "ვილიარეალის" შემადგენლობაში თამაშობს.

    დენის სუარესი - დენისმა "ბარსელონას" მაისურით 8 გოლი გაიტანა. კატალონიელებმა იგი იჯარით "არსენალში" გაუშვეს, შემდეგ კი 12.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სელტაში" გაყიდეს.

    ჟერარ დეულოფეუ - 17 თამაშში გატანილი 3 გოლი. 2017-18 წლების სეზონის მონაგარი ჟერარ დეულოფეუსთვის მხოლოდ ეს იყო. "ბარსელონამ" დეულოფეუ ჯერ იჯარით გაუშვა "უოტფორდში", შემდეგ კი 13 მილიონ ევროდ გაყიდა.

    მალკომი - მალკომმა "ბარსელონას" 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. გასულ ზაფხულში ის 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ზენიტს" შეუერთდა.

    ბოატენგი - "ბარსელონაში" გატარებული 5 თვის განმავლობაში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    "ბარსელონამ" უკვე გადაიხადა 31 მილიონი ევრო "ბრაგას" შემტევის, ფრანსიშკუ ტრინკაუსთვის. იგი კლუბს 2020-21 წლების სეზონზე შეუერთდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 თებერვალი 2020 20:58

    უთხრა მესიმ ვინც იყო მოსაყვანი და ესენი საპირისპიროს აკეთებენ. მე მგონი ლეოც დაიკიდებს ამათ და გაუბერავს ამერიკაში. ესენი ლეოს ღირსები არ არიან. ხო გარკვევით უთხრა რო ნეიმარი უნდოდა და ხო ფაქტია ერთად თამაშის დროს უძლიერესი თავდასხმა იყო მსოფლიოში სუარესთან ერთად. მთელი წელი უჯანჯლეს დღეს-ხვალ მოვიყვანთო და არ მოიყვანეს თუმცა იხვეწებოდა ნეიმარი.

    3
    გასულია
    vegassi54 Culé [?]

    19 თებერვალი 2020 20:38

    მთავარი პრობლემა აჩკარიკაა, ლა მასია სტამბულის მონათა ბაზარს რომ დაამსგავსა.

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 თებერვალი 2020 20:26

    პაკო დეულოფეუ ბარსას დონის არ ყოფილან დემბელე ტრამვებმა შეიწირა მალკომი ვალვერდემ გრიზმანთან კიდე პრეტენზიები ნაადრევია

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Tazo_ ახალბედა [?]

    19 თებერვალი 2020 19:38

    პრობლემა შეტევაში გამოწვეულია გუნდის სუსტი საერთო თამაშით. როდესაც მთელი გუნდი დინამიკაში ცუდად ასპარეზობს, ბუნებრივია, ეს საბოლოო ჯამში ცუდად ისახება შეტევაზე, რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემბელემ ბარსელონაში ყოფნის უდიდესი დრო ლაზარეთში გაატარა, რაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი პოტენციალის და პროგრესის დანაკარგია გუნდისთვის. ამ ყველაფრის გარდა, კიდევ ერთი ბარსელონას უდიდესი უარყოფითი მხარე, ჩემი აზრით, სკოლების არასწორი გავითარება და ახალგაზრდა ფეხბურთელების ცუდად აღზრდაა. ლა მასია ისეთი აღარაა უწინ როგორიც იყო, ამიტომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, მეტი აქცენტი საკუთარი ფეხბურთელების განვითარებაზე და არა მეგატრანსფერების გაკეთებაზე და უაზროდ ფულის გაფლანგვაზე. საჭიროა ძველი ფილოსოფიის და თამაშის სტილის დარბუნება.

    3
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    19 თებერვალი 2020 18:17

    +კოუტინიო ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე რო ძაან მაგარი ხელმძღვანელობა ყავს ბარსას

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    19 თებერვალი 2020 17:19

    ციტატა: messi :(
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დემბო დაბრუნდება და დაწერს ისტორიას ბარსაში, დემბუზიი❤❤

    შენ გჯერა?

    100% - ით !

    5
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    messi :( წევრი [?]

    19 თებერვალი 2020 17:15

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დემბო დაბრუნდება და დაწერს ისტორიას ბარსაში, დემბუზიი❤❤

    შენ გჯერა?

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    19 თებერვალი 2020 16:53

    დემბო დაბრუნდება და დაწერს ისტორიას ბარსაში, დემბუზიი❤❤

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    19 თებერვალი 2020 16:33

    მალკომია რას გაყიდეს?ჯერ ყიდვა რა იყო, რომა გადაიმტერეს,ახლა ხომ გამოგვადგებოდა ,მაგრამ ბართოს სხემემებს და მახინაციებს გუნდი შეეწირა

    3
    გასულია
    გიგა 8 წევრი [?]

    19 თებერვალი 2020 15:35

    გრიზმანი ფორვარდია ვინგეი კი არა ნეიმარმა დაშალა

    7
    --------------------
    ბარსა? ბარსა კლუბია რომელიც ყოველთვის მეყვარება
    მე ვარ ბარსას ფანი და ვიქნები ნებისმიერ დროს.
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    19 თებერვალი 2020 15:16

    ესეა, როცა გენიოსი უძღვება გუნდს ბართოს სახით.

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge