ორიოლ ბუსკეტსი: იმედია, "ბარსელონაში" დავბრუნდები

  • 19-02-2020, 10:30
  • ორიოლ ბუსკეტსი: იმედია, "ბარსელონაში" დავბრუნდები

    "ბარსელონადან" "ტვენტეში" განათხოვრებული საყრდენი ნახევარმცველი ორიოლ ბუსკეტსი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო სეზონიდან მას კატალონიურ კლუბში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

    ბუსკეტსი ერთ-ერთია იმ 16 ფეხბურთელს შორის, რომლებიც "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიურ "ტვენტეში" სტაბილურად თამაშობს. 22 ტურიდან მან მონაწილეობა 18-ში მიიღო, აქედან 17 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი ხან საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს, ხან დაცვის ცენტრში.

    "კარგად ვვითარდები. იმის გათვალისწინებით, რა გამოცდილებაც მივიღე, იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავბრუნდები და დავამტკიცებ, თუ რა შემიძლია. ჩემი მიზანი იყო უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ვფიქრობ, ამ გზას ვადგავარ." - ციტირებს ორიოლ ბუსკეტსის სიტყვებს Mundo Deportivo.

    ორიოლ ბუსკეტსი "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2017 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც "ბარსა ბ"-ში დაწინაურდა. კატალონიელთა მე-2 გუნდში, ორ სეზონში, მან 54 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2017-2019 წლებში, ბუსკეტსმა 2 შეხვედრის პირველ გუნდში ჩატარებაც მოასწრო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    maxnia17 გულშემატკივარი [?]

    19 თებერვალი 2020 20:56

    ტერ შტეგენი

    სემედუ პიკე უმტიტი ალბა

    დე იონგი
    არტური კოუტინიო

    მესი დემბელე
    ლაუტარო

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 თებერვალი 2020 20:17

    კი გინდა მარა შანსი არ გექნება თამაშის ისეთი კონკურენციაა შენს პოზიციაზე

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    19 თებერვალი 2020 16:43

    ციტატა: BOMBORA ANSU FATI
    სადაა თქვენს აქ ზოგიერთის მიერ გაფანატებული მისტერ კლოპი ? გაუბაბანეს გუშინ მადრიდული საედელი ? მოკითხვა ჩოლოსგან მისტერ კლოპ .ეს ბანძი ინგლისელები სახლში რაც უნდათ ის უქნიათ აი ესპანეთიდან ქულას კიარა ესპანურ სარდელს წაიღებენ მხოლოდ

    განმეორებით მატჩი ? მისტერ კლოპ ჩოლო არაა ვალვერდე და არც ატლეტიკოა ის ბარსა

    2-0 ქონდათ უპირატესობა იუვესთან და კი შეუსრულეს ბებერმა ქალბატონებმა ატლეს... წინასწარ არ ვამბობ არაფერს, მაგრამ კლოპი რო უფრო დიდი მწვრთნელია ვიდრე ჩოლო ფაქტია. მიუხედავად იმისა რასაც ჩოლომ მიაღწია.

    2
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 თებერვალი 2020 13:02

    ციტატა: BOMBORA ANSU FATI
    სადაა თქვენს აქ ზოგიერთის მიერ გაფანატებული მისტერ კლოპი ? გაუბაბანეს გუშინ მადრიდული საედელი ? მოკითხვა ჩოლოსგან მისტერ კლოპ .ეს ბანძი ინგლისელები სახლში რაც უნდათ ის უქნიათ აი ესპანეთიდან ქულას კიარა ესპანურ სარდელს წაიღებენ მხოლოდ

    განმეორებით მატჩი ? მისტერ კლოპ ჩოლო არაა ვალვერდე და არც ატლეტიკოა ის ბარსა

    ჩოლო არაა რეალის დანახვაზე რო სცრის და ლიგები ლანგრით რო მიართვა როცა ბარსასთან თავისი დედა მ...? ჩოლო არ იყო შარშან იუვესთდნ 2-0 ზე რო გააღმერთეს და მერე პენალდომ რო დაუქამბექა მარტომ? მერე ყვფლა აგინებდა. ლივე ჯანდაბისიქითაც წადულა თავისი შიზო მწვრთნელიანად პროსტა ზეიმი ადრეა. პლიუს კიდე ისევ რეალის საქმეს აკეთებს ატლეტიკო. ლივე თუ გააგდო მერე ბარსას გააგდებს მერე ბაიერნს და რეალი ლიგას მოიგებს ბეზ პრაბლემ. სრადა რეალი ლივეს ხილვას რა ჯობია

    1
    გასულია
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    19 თებერვალი 2020 11:10

    იმის გათვალისწინებით რაც დღეს გუნდში ხდება , საერთოთ არ გამიკვირდება თუ ისიც გაირკვევა , რომ ბარსა რომას და ლივერპულს დაუწვა ბართოლომზეოსა და ვალიკოს დახმარებით . ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ გაყეყეჩებულ გერმანელ შოვინსტს ჩოლომ თავისი ადგილი მიუჩინოს თავის ჩინურ მესისთან ერთად .

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV