ჯორდან ჰენდერსონი: "ლივერპულში" კოუტინიოს დრო დასრულდა

  • 19-02-2020, 10:11
  • ჯორდან ჰენდერსონი: "ლივერპულში" კოუტინიოს დრო დასრულდა

    "ლივერპულის" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი გუნდის ყოფილი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებაზე საუბრობს.

    ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ფეხი ვერც "ბარსელონაში" მოიკიდა და მან ჩვეულად ვერც "ბაიერნში" გაიბრწყინა. სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელი, მიუნხენელებთან იჯარის დასრულების შემდეგ, "ბარსელონაში" დაბრუნდება და კატალონიელებს მის გაყიდვაზე ზრუნვა მოუწევთ. ერთ-ერთ ვარიანტად "ლივერპულში" დაბრუნება დასახელდა, მაგრამ ჰენდერსონის თქმით, ამ გუნდში კოუტინიოს დრო დასრულდა.

    "ფილი ჩემი კარგი მეგობარია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც ყველა თვისება აქვს. მას შესანიშნავი ხასიათი აქვს და ფეხბურთი ძალიან უყვარს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მე მის დაბრუნებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.

    ვფიქრობ, აქ მისი დრო დასრულდა. ის წავიდა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ძველ ფილს ვიხილავთ." - ციტირებს ჯორდან ჰენდერსონის სიტყვებს TeamTalk.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    tornike12 წევრი [?]

    19 თებერვალი 2020 23:13

    ციტატა: nika 54
    "ფილი ჩემი კარგი მეგობარია"... "მაგრამ, ამ გუნდში კოუტინიოს დრო დასრულდა"..."ვფიქრობ, აქ მისი დრო დასრულდა".... " რა თქმა უნდა, მე მის დაბრუნებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა"..." სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელი, მიუნხენელებთან იჯარის დასრულების შემდეგ, "ბარსელონაში" დაბრუნდება და კატალონიელებს მის გაყიდვაზე ზრუნვა მოუწევთ"
    როგორი მეგობარია ჰა?

    შუა სეზონში რომ წავიდა კოუტინიო გუნდიდან და ლიგის მოგება მინდაო ეგ როგორი მეგობარი იყო?

    1
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 თებერვალი 2020 20:16

    არადა რა დონის იგროკია მარა მაგარი სუსტი ფსიქოლოგიის

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 თებერვალი 2020 13:58

    "ფილი ჩემი კარგი მეგობარია"... "მაგრამ, ამ გუნდში კოუტინიოს დრო დასრულდა"..."ვფიქრობ, აქ მისი დრო დასრულდა".... " რა თქმა უნდა, მე მის დაბრუნებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა"..." სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელი, მიუნხენელებთან იჯარის დასრულების შემდეგ, "ბარსელონაში" დაბრუნდება და კატალონიელებს მის გაყიდვაზე ზრუნვა მოუწევთ"
    როგორი მეგობარია ჰა?

    4
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    19 თებერვალი 2020 10:18

    ინგლისში უნდ დაბრუნდეს კოუ,

    არადა ყველანაირად მეგონ რო ბარსაში გაიბრწყინებდა

    6
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    პარტნიორები
    Flashscore.ge