"ლეგანესის" მთავარი მეწილე: "ბარსელონადან" დაგვიკავშირდნენ
- 18-02-2020, 21:15
-
WinGs
- 13

"ბარსელონას" დანიელი თავდამსხმელის, მარტინ ბრეითუეიტის შეძენა სურს - ეს ინფორმაცია "ლეგანესის" მთავარმა მეწილემ, რობერტო მორენომ დაადასტურა.
მორენომ განაცხადა, რომ "ბარსა" ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მის გამოსასყიდ თანხას, 18 მილიონ ევროს გადაიხდის.
"გუშინ ისინი ბრეითუეიტის თაობაზე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მის შეძენას განიხილავენ.
ჩვენ მის გამოსასყიდ თანხაზე არ ვივაჭრებთ. თუ "ბარსა" ამას გადაიხდის, ტრანსფერი შედგება, თუ არა და ფეხბურთელი ჩვენთან დარჩება".
"ლეგანესის" თავდამსხმელის გარდა, "ბარსელონა" "ხეტაფეს" ყველაზე შედეგიან ფეხბურთელზე, ანხელ როდრიგესზეც ფიქრობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]