"ბარსელონა" ლაუტაროს ტრანსფერში კოუტინიოს ჩართვას შეეცდება

  • 18-02-2020, 11:04
  • "ბარსელონა" ლაუტაროს ტრანსფერში კოუტინიოს ჩართვას შეეცდება

    მიმდინარე წლის ზაფხულში "ბარსელონას" რამდენიმე სატრანსფერო მიზანი აქვს შესასრულებელი, მათგან პრიორიტეტული კი ლაუტარო მარტინესის ყიდვა და ფილიპე კოუტინიოს გაყიდვაა. იტალიური Tuttosport-ის ცნობით, კატალონიელები შეეცდებიან ეს მიზნები გააერთიანონ.

    ცნობილია, რომ "ინტერის" 22 წლის არგენტინელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა, ივლისში, 111 მილიონი ევრო იქნება. ტურინული მედიის ცნობით, "ბარსელონას" ამ თანხის გადახდა არ სურს და კატალონიელები მზად არიან ტრანსფერში კოუტინიო ჩართონ. ამ შემთხვევაში, ლაუტარო მარტინესის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

    ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს. მიუნხენელებს მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ, მაგრამ დიდი ალბათობით, "რეკორდმაისტერი" ამ უფლებას არ გამოიყენებს.

    კოუტინიოს "ინტერში" აქამდეც უთამაშია, მაგრამ წარუმატებლად. ის "ნერაძურის" საკუთრება 2008-2013 წლებში იყო, მაგრამ მილანელთა მაისურით მხოლოდ 47 თამაში ჩაატარა. 2013 წელს ბრაზილიელი "ლივერპულში" გადავიდა, სადაც გაიბრწყინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M.MN10 წევრი [?]

    18 თებერვალი 2020 19:00

    ციტატა: nika 54
    ცნობილია, რომ "ინტერის" 22 წლის არგენტინელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა, ივლისში, 111 მილიონი ევრო იქნება. ტურინული მედიის ცნობით, "ბარსელონას" ამ თანხის გადახდა არ სურს და კატალონიელები მზად არიან ტრანსფერში კოუტინიო ჩართონ. ამ შემთხვევაში, ლაუტარო მარტინესის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონ ევრომდე გაიზრდება
    აბა ეხლა ვინ რას მიხვდით ამ წინადადებებით, სიამოვნებით მოგისმენთ.

    ანუ კოუში 150🍋 აქვს ბარსას გადახდლილი და გაცვლის შემთხვევაში გამოვა რომ 150🍋 ღირებულების ფეხბურთელი გაუცვალეთ 111🍋 მგონი ეგ აზრი იდო 🤷🏻‍♂️

    0
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    18 თებერვალი 2020 17:04

    ბაიერნს გადაუხადონ სასწრაფოდ რაც ერგება და დააბრუნონ კოუტინიო მესი გრიზმანს დაუყენონ რაის ანხელი ან როდრიგო კარგით რაა კოუ იდეალურია დემბუზასა და სუას შემცვლელად ლაუტარო მარტინესი კი ათიანია ისე როგორც კოუტინო მარა მე მჯერა კოუსი 9 იანის პოზიციასაც მოირგებს თუმცა სასიხარულო ინფორმაციაცაა სუარესის დაბრუნება შესაძლებელია ვადაზე ადრე რომ სეზონი ჩაამთავროს

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    18 თებერვალი 2020 16:39

    ცნობილია, რომ "ინტერის" 22 წლის არგენტინელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა, ივლისში, 111 მილიონი ევრო იქნება. ტურინული მედიის ცნობით, "ბარსელონას" ამ თანხის გადახდა არ სურს და კატალონიელები მზად არიან ტრანსფერში კოუტინიო ჩართონ. ამ შემთხვევაში, ლაუტარო მარტინესის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონ ევრომდე გაიზრდება
    აბა ეხლა ვინ რას მიხვდით ამ წინადადებებით, სიამოვნებით მოგისმენთ.

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    18 თებერვალი 2020 16:15

    ციტატა: M10 S9 D11
    ბიჭო რატო გადაეკიდეთ ამ ლაუტაროს რატო როცა აგერ ლაიფციგში ვერნერი თამაშობს რომელსაც წელს. კონტრაქტი ეწურება და გაცილებით ბევრად უფრო იაფად დავითრევთ ვიდრე ამას და მითუმეტეს ვერნერი ამას ბევრად ჯობია აი რატო გადაეკიდეთ ამ ლაუტაროს

    ვერნერმა გაახანგრძლივა სულ მაგას ვწერ. მარა გამოსასყიდი დაბალია. პროსტა არ უნდა იმას ეს შენი ბარსელონა ხედავს რაც ხდება გუნდში და მიდის კლოპთან აწყობილ დალაგებულ გუნდში. ეს ლაუტარო არც მე მიგირს 111 მარა მესის ულოკავს ჩმორთუმეო და მოიყვანს ნებისმიერ ფასად

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    18 თებერვალი 2020 15:04

    ბიჭო რატო გადაეკიდეთ ამ ლაუტაროს რატო როცა აგერ ლაიფციგში ვერნერი თამაშობს რომელსაც წელს. კონტრაქტი ეწურება და გაცილებით ბევრად უფრო იაფად დავითრევთ ვიდრე ამას და მითუმეტეს ვერნერი ამას ბევრად ჯობია აი რატო გადაეკიდეთ ამ ლაუტაროს

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    18 თებერვალი 2020 13:57

    ციტატა: Giorga
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    რა დაემართა კოუს? იქაც სკამზეა.

    რა და მარტივად დაჩმორდა თითქმის იგივე სიტუაცია ქონდა გრიზმანს მარა ტიპი ყველაფერს აკეთებს და კოუტინიომ ვერ ვთამაშობდა ვსოო და გაჩერდა ესა და ეს

    მენტალურად სუსტია კოუ, გრიზი კი მართლა დონეა, არ წუწუნებს ფლანგზე დგომით და მიუხედავად არასწორი პოზიციისა, მაგრად ეხმარება გუნდს, თამაშზე შეუძლია გავლენის მოხდენა რაც დიდი უპირატესობაა.

    8
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Giorga წევრი [?]

    18 თებერვალი 2020 13:13

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    რა დაემართა კოუს? იქაც სკამზეა.

    რა და მარტივად დაჩმორდა თითქმის იგივე სიტუაცია ქონდა გრიზმანს მარა ტიპი ყველაფერს აკეთებს და კოუტინიომ ვერ ვთამაშობდა ვსოო და გაჩერდა ესა და ეს

    0
    გასულია
    მურმანი გულშემატკივარი [?]

    18 თებერვალი 2020 12:36

    კარგი აზრია, მაგრამ მეორე ისაა რამდენად დათანხმდება ინტერი. ერიკსენი ყავთ და ბარელა. არ მგონია სურდეთ კოუ🙂☹☹☹.

    2
    გასულია
    Alien 👽 წევრი [?]

    18 თებერვალი 2020 11:58

    Ratomgac eg kaci ar momwons, momavali benzemaa. Fati, dembele, messi, suarez griezman, da is portugalieli, momaval sezonshi kargi shemtevebi gveyoleba isedac.

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 თებერვალი 2020 11:54

    ერთადერთი ლივერპულში ათამაშდა, სხვაგან ყველგან ჩაფლავდა.

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    18 თებერვალი 2020 11:37

    რა დაემართა კოუს? იქაც სკამზეა.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    18 თებერვალი 2020 11:28

    Ra fexze wamovida leveridan gundi ver moirgo da chaikla kariera.

    1
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    18 თებერვალი 2020 11:20

    კაი აზრია

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge