"ბარსელონას" პრიორიტეტი დანიელი ფორვარდია
- 17-02-2020, 23:21
-
WinGs
- 6

Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" უახლოეს მომავალში 28 წლის დანიელი თავდამსხმელის, მარტინ ბრეითუეიტის დამატებას აპირებს, რომელიც ამჟამად "ლეგანესში" თამაშობს.
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგისგან ტრანსფერის განხორციელების უფლება ოფიციალურად მიიღო, ამისთვის კი ბართომეუს და მის თანაშემწეებს 15 დღე აქვთ.
კანდიდატებს შორის იყვნენ ანხელ როდრიგესი, ლორენ მორონი, ვილიან ჟოზე და სხვები. თუმცა, როგორც ჩანს, "ბარსამ" არჩევანი ბრეითუეიტზე შეაჩერა.
როგორც იცით, ფეხბურთელის შეძენის შემთხვევაში უსმან დემბელეს 5 თვის განმავლობაში "ბარსელონას" (ან სხვა გუნდის) მაისურით მოედანზე გასვლის უფლება არ ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]