მესის ყველაზე ცუდი სერია 2014 წლის შემდეგ

მესის ყველაზე ცუდი სერია 2014 წლის შემდეგ

ლიონელ მესი, ლა ლიგაში, 2014 წლის შემდეგ, უგოლო სერიის კუთხით, ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს.

არგენტინელს გოლი ზედიზედ 4 შეხვედრაში არ გაუტანია. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ ზედიზედ 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამ მატჩებში მას გოლით თავი არ გამოუჩენია. "ვალნსია", "ლევანტე", "ბეტისი" და "ხეტაფე" არგენტინელს "გადაურჩნენ".

Goal-ის ცნობით, ბოლოს მესის ასეთი ცუდი შედეგი 2014 წელს ჰქონდა. იმ სეზონში ლეომ ზედიზედ 8 შეხვედრაში ვერ გაიტანა. მშრალი სერიის ფონზე 19 მატჩში გატანილი 14  გოლით ლიონელ მესი ლა ლიგის ბომბარდირთა სათავეშია. მესი ლიდერია ასისტების კუთხითაც. არგენტინელის ანგარიშზე უკვე 12 საგოლე გადაცემაა.

ლიონელ მესის უგოლო სერიის შეწყვეტა შაბათს, 22 თებერვალს, "ეიბართან" გასამართ მატჩში შეეძლება. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "ნაპოლის" წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 თებერვალი 2020 00:52
    0
    კაი რა ლომო არ გეკადრება დროა უკვე გოლების ყრა დაიწყო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 თებერვალი 2020 23:31
    3
    37 დარტყმა და 0 გოლი.
    კატო
    სტუმარი [?]
    #2 16 თებერვალი 2020 23:03
    1
    და ყოველ წელს გინდათ ბომბარდირი გახდეს, ან ყოველ თამაშში გოლი გაიტანოს? წინა თამაშში სამი საგოლე პასი გააკეთა.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2020 21:40
    6
    იმედია ეიბართან მოახერხებს გატანას,პიჩიჩი უნდა მოიგოს 30 გოლით.