"ბარსელონას" სამიზნე ლა ლიგაში ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელია

  • 14-02-2020, 20:07
  • "ბარსელონას" სამიზნე ლა ლიგაში ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელია

    "ხეტაფეს" თავდამსხმელს, ანხელ როდრიგესს, რომელიც სეზონის ბოლომდე უსმან დემბელეს შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა, ლა ლიგაში, გოლის გასატანად ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება.

    32 წლის ფეხბურთლმა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 6 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. საშუალოდ, ის თამაშში ერთ ტაიმს ატარებს.

    ასე ცოტა სათამაშო დროის მიუხედავად, ანხელი ძალიან შედეგიანია. მის აქტივში უკვე 9 გოლია, რაც მესის, ბენზემას, სუარესისა და მარტის შემდეგ, საუკეთესო შედეგია.

    რაც შეეხება მისთვის მიცემული სათამაშო დროის ეფექტიანად გამოყენებას, ამაში ანხელ როდრიგესი საუკეთესოა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მას გოლის გასატანად, საშუალოდ, 101 წუთი სჭირდება. მე-2 ადგილზე, 109 წუთით, ლეო მესია, ხოლო მე-3 პოზიციას, 116 წუთით, ლუის სუარესი იკავებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    16 თებერვალი 2020 17:22

    ხოდა ჩვენც იმიტომ მოგვართვა, ეფექტიანი როა.

    0
    გასულია
    ini888 Culé [?]

    14 თებერვალი 2020 23:10

    კიდე ერთი პენსიონერი, ამის მოყვანას გრიზმანი გადაწიოს ცხრიანზე

    2
    გასულია
    BOB MARLEY 13 გულშემატკივარი [?]

    14 თებერვალი 2020 21:54

    6 თვიანი ტრანსფერის დედაც ვატირე სანამ ეს ყველა ფეხბურთელს გაიცნობს წასვლის დრო მოუვა ისეთი ამან რა უნდა შეცვალოს ჯერ ადაპტაცია ხო უნდა გაიაროს გუნდთან თან ეხლა ამან ვინ უნდა შეცვალოს ისევ გრიზმანი და ფატი მირჩევნია შეტევაში და ზამენაზე კიდე ვინმე ბ გუნდიდან დააწინაურონ დავიჯერო ცოტა ნორმალური იგროკი არ გვყავს ვაფშე მეორე გუნდში?? მიცენ რა შანსები ახალგაზრდებს რავიცი ჩემი აზრია და მგონია რო მაინც ტყუილად მოიყვანენ ვაფშე ტყუილად როგორც ბოატენგი დაითრიეს და რაღაცას კრისობენ ეგენი მგონი გუნდის ჩაძირვა უნდათ

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    14 თებერვალი 2020 20:51

    სილქ უნივერსალს ვუყურებ და თურმე ნოიერსაც გაუშვია გოლი 73 მეტრიდან შალკეში, რომ თამაშობდა აინტრახტის ბერძენი ფეხბურთელისგან. ასე რომ მარტო ჩვენს "ჩინურ ნოიერს" კი არა ორიგინალ ნოიერსაც დაემართა ეს.

    2
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 20:36

    ციტატა: nika 54
    ესე იგი ჯერაც კანდიდატია არა? რა უბედურება გვჭირს, ოთხი თვით გვინდა ვინმეს დამატება და ორი თვეა არჩევენ. ესენი ნეიმარის მომყვანები არიან?

    უკვე შერჩეული ყავთ და ნაყიდიც, პროცედურების ამბავია.

    ზოგი საერთდ ვერ ხვედბა ამ ტრანსფერი მნიშნელობას, და ჰოლანდებს და მბაპეებს თხოულობენ თებერვალში:)

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 თებერვალი 2020 20:31

    ვინმე მოიყვანეთ ბ**ი იყო მარა მოიყვანეთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    LUIS-SUAREZ Culé [?]

    14 თებერვალი 2020 20:31

    ციტატა: nika 54
    ესე იგი ჯერაც კანდიდატია არა? რა უბედურება გვჭირს, ოთხი თვით გვინდა ვინმეს დამატება და ორი თვეა არჩევენ. ესენი ნეიმარის მომყვანები არიან?

    სანჩო ან ვერნერი სავარაუდოდ ლივერპულში გადავლენ.ჩვენები კიდე არაფერს არ აკეთებენ და ესეთი დაბალი დონის იგროკებით გადაავსეს გუნდი

    1
    --------------------
    სიამაყით ბარსელონელი
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    14 თებერვალი 2020 20:12

    ესე იგი ჯერაც კანდიდატია არა? რა უბედურება გვჭირს, ოთხი თვით გვინდა ვინმეს დამატება და ორი თვეა არჩევენ. ესენი ნეიმარის მომყვანები არიან?

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge