ფაბიო კაპელო "ბარსელონას" აკრიტიკებს და გვარდიოლას აქებს

  • 14-02-2020, 18:52
  • ფაბიო კაპელო "ბარსელონას" აკრიტიკებს და გვარდიოლას აქებს

    ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო კატალონიის "ბარსელონას" თამაშის დღევანდელ სტილს აკრიტიკებს.

    "მომწონდა ის, რასაც "ბარსელონა" ადრე გვთავაზობდა. ახლა კი, გუნდი ძალიან ბევრ უბრალო პასს აკეთებს მთელს მოედანზე ისე, რომ მეტოქის საჯარიმოს არ უახლოვდება. გუნდს იმის იმედი აქვს, რომ მესი რამე ჯადოქრობას ჩაიდენს." - ციტირებს კაპელოს სიტყვებს As.

    იტალიელმა "ბარსელონას" ლეგენდაზე, პეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა, რომელიც, "მანჩესტერ სიტიში", თავისი საფირმო სტილის შეცვლას არ მორიდებია: "გვარდიოლა ძალიან შეიცვალა. უყურებ "მანჩესტერ სიტის" და ხვდები, რომ ბურთის ფლობასა და პასებზე დაფუძნებული თამაში გაქრა. პეპს ესმის, რომ თუ მოგების გაგრძელება გინდა, ცვლილებები უნდა შეგეძლოს."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    15 თებერვალი 2020 09:28

    ბრაზილიელები ბრაზილიასაც იმიტომ აკლია , რომ ადრე ქუჩაში დასდევდნენ ბურთს , თითქმის შიშველი ფეხებით , დღეს კი ტელევიზორთან მოკალათებულები თამაშებით იბრმავებენ თვალებს . გადახედეთ თუნდაც ევროპულ ნაკრებებს , ინდივიდუალისტები გაქრნენ , წარმოსახვის უნარის აშკარა დეფიციტია და კიდევ იმის რომ სპორტი გახდა ბიზნესი და ჯარიაჯაცებივით ზრდიან ბავშვებს , არადა ბავშვი თუ სილაღეში და თავისუფლენაში არ ჩამოყალიბდა , მივიღებთ უბალოდ კარგად მომზადებულ ფეხბურთელს , რომელსაც შეუძლია 15 კმ ირბინოს , მაგრამ მე პირადად რონის ერთი ფეხის მოძრაობა მირჩევნია მთელი თამაშის განმავლობაში წინ და უკან სირბილს . ნელ- ნელა , ფეხბურთი როგორც ასეთი , ქრება და იკავებს ადგილს მისი ჰიბრიდული მოდელი , ესეც იმ ვხოვრების და სამყაროს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისია , რაც დღეს არსებობს . ამიტომ , ალბათ ჩვენც ნელ-ნელა მოგვიწევს იმასთან შეგუება რომ ის აღარ დაბრუნდება აღარასოდეს იმ ფორმით და რაოდენობით , როგორიც ჩვენი ბავშვობის დროს გვახსოვს .

    2
    გასულია
    antonio წევრი [?]

    14 თებერვალი 2020 23:12

    ციტატა: Madrid 4 ever
    ციტატა: antonio
    ნეიმარი რონალდინიო რივალდო რონალდო რომარიო... ბრაზილიელი გვაკლია გუნდში მაგრამ მარტო ჩვენკიარა ბრაზილიასაც აკლია ბრაზილიელები

    ბრაზილიას ფეხბურთელები არასდროს აკლდა, ისევე როგორც არგენტინას და ინგლისს. ამ ნაკრებებს სამწვრთნელო მენეჯმენტი, ფილოსოფია არ გააჩნიათ. ყველაფერი ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზეა აგებული.
    საკუთარი ფილოსოფია აქვს გერმანიას, ჰოლანდიას და იტალიას. დანარჩენ გუნდებში მწვრთნელი მხოლოდ ფორმალურადაა.


    მწვრთნელი რაშუაშია ცოტა ხნის წინ რონალდო რივალდო კაკა და რონალდინიო ერთად უტევდნენ ბრაზილიისთვის ეხლა ვინაა მარტო ნეიმარი მე ის ვთქვი რო ბრაზილიელი გვაკლია შეტევაში ეხლა გვყავდეს ამათგან რომელიმე და დამიჯერე მწვრთნელსაც დაგვავიწყებდნენ და მცველებსაც

    2
    გასულია
    Madrid 4 ever გულშემატკივარი [?]

    14 თებერვალი 2020 19:44

    ციტატა: antonio
    ნეიმარი რონალდინიო რივალდო რონალდო რომარიო... ბრაზილიელი გვაკლია გუნდში მაგრამ მარტო ჩვენკიარა ბრაზილიასაც აკლია ბრაზილიელები

    ბრაზილიას ფეხბურთელები არასდროს აკლდა, ისევე როგორც არგენტინას და ინგლისს. ამ ნაკრებებს სამწვრთნელო მენეჯმენტი, ფილოსოფია არ გააჩნიათ. ყველაფერი ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზეა აგებული.
    საკუთარი ფილოსოფია აქვს გერმანიას, ჰოლანდიას და იტალიას. დანარჩენ გუნდებში მწვრთნელი მხოლოდ ფორმალურადაა.

    7
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 19:35

    ჭკვიანი კაცია იცის საგანი.

    4
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 19:33

    ციტატა: antonio
    ნეიმარი რონალდინიო რივალდო რონალდო რომარიო... ბრაზილიელი გვაკლია გუნდში მაგრამ მარტო ჩვენკიარა ბრაზილიასაც აკლია ბრაზილიელები

    Erti kargi mcveli unda brazilias da dzaan magari nakrebia

    0
    გასულია
    antonio წევრი [?]

    14 თებერვალი 2020 19:31

    ნეიმარი რონალდინიო რივალდო რონალდო რომარიო... ბრაზილიელი გვაკლია გუნდში მაგრამ მარტო ჩვენკიარა ბრაზილიასაც აკლია ბრაზილიელები

    3
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 თებერვალი 2020 19:07

    ეგ ბარსა ყველას გვენატრება,ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო პეპის ბარსა.

    12
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 თებერვალი 2020 18:56

    ეეჰ ჩვენც გვენაფრება ეგეთი ბარსა

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV