ჟორდი მესტრე: "ბარსას" ფეხბურთელებს ალვარო მორატას დამატება არ უნდოდათ

  • 14-02-2020, 15:37
  • ჟორდი მესტრე: "ბარსას" ფეხბურთელებს ალვარო მორატას დამატება არ უნდოდათ

    "ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე გასული წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარას იხსენებს და იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც "ბლაუგრანამ" ალვარო მორატას შეძენაზე უარი თქვა.

    ერთი წლის წინ, როდესაც "ბარსამ" მუნირ ელ ჰადადი "სევილიაში" გაუშვა, კატალონიელებმა ლუის სუარესის რეზერვისტის შეძენა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ კანდიდატად "რეალის" სკოლის აღზრდილი, იმ დროს "ჩელსიში" არცთუ წარმატებით მოთამაშე ალვარო მორატა განიხილებოდა.

    "ფეხბურთელების მოსაზრება იყო, რომ მორატას მოყვანა გასახდელში კონფლიქტის წარმოქმნის შანსებს გააჩენდა. მას თამაში მოუნდებოდა და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

    ერთი მხარე იყო ფინანსური, რომელიც პეპ სეგურას ებარა. ის, ამ საკითხში, ყოველთვის ფრთხილი იყო.

    მეორე მხარე კი იყო სპორტული - მორატა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთლი იყო და არა ისეთი მოთამაშე, რომელიც ყოველ მატჩში სათადარიგოთა შორის ყოფნას დასთანხმდებოდა.

    მორატას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდოდა, გუნდში კარგი ატმოსფერო იყო და მისი დამატების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია არეულიყო." - განაცხადა ჟორდი მესტრემ Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

    საბოლოოდ, მორატა "ატლეტიკოში" გადავიდა, "ბარსამ" კი კევინ-პრინს ბოატენგი დაიმატა, რომელმაც 5 თვეში 4 თამაში ჩაატარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 19:29

    ციტატა: FloweN
    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: FloweN
    მორატა კი გამოგვადგებოდა, მაგრამ სწორად მიუდგნენ და მართლებიც იყვნენ, დაუნგრევდნენ მორატასაც კარიერას

    Magasac ar qondes exla ragac gansakutrebuli kariera coshtas tramva ro ara zamenaze ijdeboda

    ნახევარი სეზონისთვის მეტი ვინ უნდა მოეყვანათ აგუერო?
    ბევრს აფუჭებს მორატა, მაგრამ უმაღლესი კლასია, იუვეშიც მაგრად თამაშობდა და რეალშიც, ჩელსიში ვერ გაამართლა, ატლეს რაც შეეხება ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, მაგრამ ცუდი არაა, ტექნიკაც აქვს, სისწრაფეც, დარტყმაც და პასიც.

    Tramva aq moratas girou unda moeyvanat roca dro iyo tan prangia uars ar ityoda

    1
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    14 თებერვალი 2020 19:00

    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: FloweN
    მორატა კი გამოგვადგებოდა, მაგრამ სწორად მიუდგნენ და მართლებიც იყვნენ, დაუნგრევდნენ მორატასაც კარიერას

    Magasac ar qondes exla ragac gansakutrebuli kariera coshtas tramva ro ara zamenaze ijdeboda

    ნახევარი სეზონისთვის მეტი ვინ უნდა მოეყვანათ აგუერო?
    ბევრს აფუჭებს მორატა, მაგრამ უმაღლესი კლასია, იუვეშიც მაგრად თამაშობდა და რეალშიც, ჩელსიში ვერ გაამართლა, ატლეს რაც შეეხება ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, მაგრამ ცუდი არაა, ტექნიკაც აქვს, სისწრაფეც, დარტყმაც და პასიც.

    0
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    14 თებერვალი 2020 17:55

    ციტატა: FloweN
    მორატა კი გამოგვადგებოდა, მაგრამ სწორად მიუდგნენ და მართლებიც იყვნენ, დაუნგრევდნენ მორატასაც კარიერას

    Magasac ar qondes exla ragac gansakutrebuli kariera coshtas tramva ro ara zamenaze ijdeboda

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 თებერვალი 2020 17:23

    მორატა არა ლეღვი ეგეთი საჯარიმოში დაყუდებული ფორვარდი ბარსას არაფერში არ სჭირდება

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    14 თებერვალი 2020 15:43

    მორატა კი გამოგვადგებოდა, მაგრამ სწორად მიუდგნენ და მართლებიც იყვნენ, დაუნგრევდნენ მორატასაც კარიერას

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 თებერვალი 2020 15:42

    მადრიდელი ვირთხაა, თუმცა ბერბალეოზე გოლს თუ გაიტანდა გაასწორებდა😂

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV