"ბარსელონას" მომავალი ფეხბურთელი საუკეთესოდ დასახელდა

  • 13-02-2020, 12:37
  • "ბარსელონას" მომავალი ფეხბურთელი საუკეთესოდ დასახელდა

    20 წლის პორტუგალიელი უნივერსალი შემტევი ფრანსიშკუ ტრინკაუ, რომელიც მომდევნო სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს, პორტუგალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

    ტრინკაუმ, გასულ თვეში, "ბრაგას" მაისურით, 6 თამაში ჩაატარა (4 სასტარტოში), ყველა მოიგო, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 1 შედეგიანი გადაცემა. ამას დაემატა 2 თებერვალს, "სპორტინგთან" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლის გატანა და შედეგად, ახალგაზრდა ტალანტმა, იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში, ყველაზე მეტი, 12.14% მიიღო.

    ფრანსიშკუ ტრინკაუ "ბარსელონამ", 31 იანვარს, 31 მილიონ ევროდ გაიფორმა. კატალონიურ გუნდს ის 1 ივლისს შუერთდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    FloweN გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 17:21

    ძაან მაინტერესებს ამ ბიჭის თამაში. იუთუბზე ვუყურე რამდენიმე ვიდეოს და არ გავგიჟებულვარ, ჩაკვეს კოლაჟს რო ჩაუჯდე არაა ნაკლები, მაგრამ იმედია შევცდები და ძაან მაგარო ბიჭი აღმოჩნდება

    4
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    13 თებერვალი 2020 14:04

    ციტატა: M10 S9 D11
    ამის მოყვანის უფლენა მაინც მოგვცენ მშვენიერი დროა გუნდთან ადაფტაციისთვის და მუდმივი სათამაშო დროც ექნებოდა ნუ ითამაშებს ლიგაზე ლა ლიგაში მიიღოს პრაქტიკა

    კონტრაქტი გაფორმებულია, 1 ივლისიდან ბარსას ფეხბურთელია, და როგორ? ეხლა ახალ კონტრაქტს შეადგენენ?.

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    13 თებერვალი 2020 14:03

    ციტატა: M10 S9 D11
    ამის მოყვანის უფლენა მაინც მოგვცენ მშვენიერი დროა გუნდთან ადაფტაციისთვის და მუდმივი სათამაშო დროც ექნებოდა ნუ ითამაშებს ლიგაზე ლა ლიგაში მიიღოს პრაქტიკა

    არ შეიძლება, მხოლოდ ლა ლიგიდან აქვს ბარსას ფეხბურტელის დამატების უფლება, მაგრამ მაინც უკვე ნაყიდია და ხელშეკრულება გაფორმებული და ბარემ მოგვცენ რააა, გამოუშვან! smirk smirk smirk

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 თებერვალი 2020 12:56

    კარგიაააა.... აღარც მახსოვდა,რომ ეს ბარსამ იყიდა joy

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 თებერვალი 2020 12:56

    ამის მოყვანის უფლენა მაინც მოგვცენ მშვენიერი დროა გუნდთან ადაფტაციისთვის და მუდმივი სათამაშო დროც ექნებოდა ნუ ითამაშებს ლიგაზე ლა ლიგაში მიიღოს პრაქტიკა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    XOMERIKI1984 წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 12:50

    იმედია ესეც ახალი კუარეჟმა არ გახდება

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV