საკადრო კრიზისის ფონზე, "ბარსა ბ"-ს თავდამსხმელიც სეზონის ბოლომდე იუქმებს

საკადრო კრიზისის ფონზე, "ბარსა ბ"-ს თავდამსხმელიც სეზონის ბოლომდე იუქმებს

"ბარსელონას" პირველ გუნდში არსებული საკადრო კრიზისის ფონზე, ცუდი ამბები ისმის "ბარსა ბ"-დანაც. იმ დროს, როდესაც კიკე სეტიენის განკარგულებაში მხოლოდ 3 თავდამსხმელია და აქედან ერთი 17 წლის, სარეზერვო გუნდის ერთ-ერთმა შემტევმა სეზონი ნაადრევად დაასრულა.

დღეს, უსმან დემებელს მსგავსად, ბარძაყის არეში ოპერაცია ჩაუტარდა "ბარსელონა ბ"-ს იაპონელ შემტევს, ჰიროკი აბეს. ფრანგის მსგავსად, ოპერაცია მასაც ფინეთში გაუკეთეს და როგორც დემბელესთვის, მისთვისაც, სეზონი დასრულებულია. ოფიციალური ინფორმაციით, 21 წლის აზიელ ფეხბურთელს 5 თვე გაუცდება.

იაპონელ გარემარბს, მიმდინარე სეზონში, 20 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 11 თებერვალი 2020 23:32
    9
    მოგესალმებით სასტავ ახალი ვარ,რამდენიმე წელია ვადევნებ თვალს ამ საიტს და ახლა გადავწყვიტე დარეგისტრირება. აქ ბევრი ნეგატიური კომენტარი შემხვდა და მართლაც ძნელია ამ ვითარებაში პოზიტივის დანახვა. თუმცა ჩვენ ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყვავს და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ ყურებს ნუ ჩამოყრით. იმედია სეტიენი გაამართლებს საბოლოოდ და ჩვენი ლომი აწევს ჩემპიონთა ლიგის თასს. ვისკა ბარსა! ვისკა კატალონია ❤️
    ფანი [?]
    #4 11 თებერვალი 2020 22:57
    3
    ძირითადი გუნდიდან ამოწყდა ყველა და ჯერი ბარსა ბეზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 11 თებერვალი 2020 22:32
    9
    კუბოს "ბიძაშვილი" joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 თებერვალი 2020 22:21
    9
    სად ნახულობთ ასეთთ თავდამსხმელებს 20 თამაშში 4 გოლს რო იტანენ თან სად სეგუნდა ბ-ში, რუისი იყო და 19 თამაშში 3 გგოლი ქონდა ... ეჰ ლამასია ლამასია....
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 თებერვალი 2020 22:17
    10
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პერესს ბარსას ფეხბურთელების თოჯინები უჭირავს, შავი სანთლები უნთია, რაღაცებს ბუტბუტებს და მახათებს ურჭობს
    მესის ვერაფერი შეულოცა ისეთი, რომ რაღაც მოუხერხოს, ეგ ერთი აცოფებს ბებერ კუდიანს smiley rage innocent