უნაი ემერი: "ბარსელონამ" იმიტომ გამოგვაგდო, რომ VAR არ არსებობდა
"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მიიჩნევს, რომ 2017 წელს, "ბარსელონამ" მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან მსაჯების დახმარებით გამოაგდო.
ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების 1/8-ფინალში, პარიზში, პსჟ-მ "ბარსელონა" 4-0 გაანადგურა, მაგრამ განმეორებით მატჩში კატალონიელებმა 6-1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე სწორედ "ბლაუგრანა" გავიდა. ემერი მიიჩნევს, რომ ვიდეორეფერის არსებობის შეთხვევაში, მისი გუნდი კატალონიურ ბარიერს დასძლევდა.
"გამოვვარდით იმიტომ, რომ VAR ჯერ კიდვე არ არსებობდა. ტურნირს აშკარად მსაჯის გადაწყვეტილებების გამო გამოვეთიშეთ." - ციტირებს უნაი ემერის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]