ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" დაბრუნება არ უნდა

  • 11-02-2020, 12:00
  • ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" დაბრუნება არ უნდა

    "ბაიერნში" იჯარით მყოფი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო მიუნხენში თავს კარგად გრძნობს და მას "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი არ აქვს. კატალონიის რადიოს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" თავისი ეს პოზიცია უკვე გააცნო.

    კოუტინიოს მომავალი ისევ გაურკვეველია. ცნობილია, რომ "ბარსელონას" მისი სარფიანად გაყიდვა სურს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კატალონიელთა ახალი მწვრთნელი კიკე სეტიენი ბრაზილიელის დიდი გულშემატკივარია. თუმცა, ჯერ ისიც არაა ცნობილი, იქნება თუ არა სეტიენი "ბარსელონას" მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც.

    "ბაიერნთან" არსებული შეთანხმების მიხედვით, მიუნხენურ გუნდს სეზონის ბოლოს კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს. "რეკორდმაისტერს" გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, გერმანელები დათანხმდნენ ამხელა თანხა გადაიხადონ ფეხბურთელში, რომელიც მასზე დამყარებულ იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს. საქმე ისაა, რომ გერმანული კლუბები ფეხბურთელებში დიდი ფულის ხარჯვას ჩვეულნი არ არიან. "ბაიერნის" რეკორდული შენაძენი ლუკას ერნანდესია, რომელშიც მიუნხენელებმა 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    12 თებერვალი 2020 21:35

    ციტატა: GioO_FCB
    ისე ნომერი ვინც შეიცვალა ყველამ მოუკლო თამაშს

    კოუტინიო 14 - 7
    ბუსკეცი 16 - 5
    პედრო 17 - 7
    ალვესი 2 - 22

    მეტი არ მახსოვს :დ

    და 7 ნომერი ვილას მერე წარმატებული არ ყოფილა - პედრო, თურანი, კოუტინიო

    ვილიასნაირი შვიდიანი ბარსას არც კივიცი ოდესმე თუ ყავდა ან ეყოლება..

    ციტატა: duggu
    ბიჭო ამ კაცი გაფუჭება არ იქნება, მე მაინც მგონია რო ეს ბარსას სტილია და რო დაბრუნდეს კიკე აათამაშებს. წარმოიდგინეთ ეს არტური და დეიონგი ცენტრში რას იზავენ. ძაან კლასნია ეს ჩემი აზრით და მე მომხრე ვარ ამის დაბრუნების

    მეც მაგას ვფიქრობ უბრალოდ გოლიადორობას ითხოვდნენ და ზეწოლა ქონდა .. რავი იმედია მიეცემა 1 შანსი კიდევ

    0
    გასულია
    Bola Culé [?]

    12 თებერვალი 2020 00:39

    ჯერ ჰერნანდესში 80 მილიონა რო გადაიხდიი...ბაიერნი რომ ხარ და ყველა ვარსკვლავზე ჟმოტაობ და უცებ არსაიდან ამხელა თანხას იავრი ჰერნანდესში... აიი მიტო მოიგებთ შნიცელს რაა წელსაც.

    0
    გასულია
    GioO_FCB Culé [?]

    11 თებერვალი 2020 17:59

    ისე ნომერი ვინც შეიცვალა ყველამ მოუკლო თამაშს

    კოუტინიო 14 - 7
    ბუსკეცი 16 - 5
    პედრო 17 - 7
    ალვესი 2 - 22

    მეტი არ მახსოვს :დ

    და 7 ნომერი ვილას მერე წარმატებული არ ყოფილა - პედრო, თურანი, კოუტინიო

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    11 თებერვალი 2020 14:58

    არ უნდა და ნუ უნდა, გამოისყიდოს თავისი კონტრაქტი და სადაც უნდა იქ წავიდეს. ან სთხოვოს ბაიერნის ხელმძღვანელობას ბიძიებო დამტოვეთ აქანაო და რა იცი რა ხდება.

    2
    გასულია
    duggu ფანი [?]

    11 თებერვალი 2020 14:51

    ბიჭო ამ კაცი გაფუჭება არ იქნება, მე მაინც მგონია რო ეს ბარსას სტილია და რო დაბრუნდეს კიკე აათამაშებს. წარმოიდგინეთ ეს არტური და დეიონგი ცენტრში რას იზავენ. ძაან კლასნია ეს ჩემი აზრით და მე მომხრე ვარ ამის დაბრუნების

    7
    გასულია
    Messi101 წევრი [?]

    11 თებერვალი 2020 14:33

    120 კი არა ამაში 80 მილიონს არაბინ გადაიხდის ეს ისკოს ხელაა და ისკო ამას გამოცდილებითაც ტექნიკით ხო საერთოდ და კლასითაც ჯიბეში ჩაისვამს და იმას ყიდიან 70 მილიონად რა 120 მილიონი ღადაობთ

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 თებერვალი 2020 12:56

    არ უნდა და არც არავინ ექაჩება 120 მილიონი დადოს ლუბოი კლუბმა და წაიყვანოს

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    11 თებერვალი 2020 12:47

    მისი არჩევანია თვითონ უკეთესად იცის სად იქნება კარგად

    4
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    11 თებერვალი 2020 12:15

    ამაში მაქსიმუმ 70 გადაიხადოს ბავარიამ, ბილბაომ დაუნგრია კარიერა.

    7
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Messi101 წევრი [?]

    11 თებერვალი 2020 12:12

    ჩვენთან აღარავის უნდა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge