ფრენკი დე იონგი: არ მინდა კრიტიკული ვიყო, მაგრამ ბილბაოში და აქაც პენალტი გვეკუთვნოდა

ფრენკი დე იონგი: არ მინდა კრიტიკული ვიყო, მაგრამ ბილბაოში და აქაც პენალტი გვეკუთვნოდა

"ბეტისთან" გამართულ შეხვედრაში ფრენკი დე იონგი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მან ლიონელ მესის საგოლე გადაცემის შედეგად მატჩის მე-9 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ჰოლანდიელმა უკმაყოფილება გამოთქვა ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშის ბოლო წუთზე არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე და საკუთარი საკამათო მომენტიც გაიხსენა ბილბაოში.

"ბილბაოში, "ატლეტიკის" წინააღმდეგ, პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო, რადგან მიბიძგეს, ხელი მკრეს. დღეს კი თერთმეტმეტრიანი მესისთვის უნდა მიეცათ. არ მსურს გავაკრიტიკო მსაჯები. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ."

"ყოველ დღე ვვითარდები, თუმცა სრულად ადაპტირებული ჯერ კიდევ არ ვარ. ვფიქრობ, უკეთესად ვითამაშე, ვიდრე წინა კვირას.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან სამი ქულა მოვიპოვეთ. "რეალთან" ჯერ კიდევ ახლოს ვართ. მესის გვერდით თამაში იოლია. მასთან განსაკუთრებული კავშირი არ მაქვს. უბრალოდ, ეძებეთ სივრცე და ის თავად გიპოვით." - ციტირებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 10 თებერვალი 2020 16:56
    3
    მართალია ფრენკი ბილბაოსთან არ ვიცი რამდენად იყო პენალგი დასადები მარა გუშინ 100%-იანი პენალტი არ დადეს მესიზს იმენა რაგბი ეთამაშა საჯარიმოში ბეტისის ფეხბურთელმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 10 თებერვალი 2020 16:25
    4
    ბოლო პერიოდში არ უმართლებს ბარსას. 3 პენალტიც არ დაუდეს და ეს მაშინ როდესაც ვიდეორეფერი არსებობს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ნაზღაურდება, შავ ზოლს თეთრი ზოლი მოსდევს. ასე მგონია რომ სეზონის ბოლოსკენ თეთრ ზოლზე დაჯდება ბარსა და ფორტუნა მისკენ იქნება!
    Culé [?]
    #10 10 თებერვალი 2020 14:59
    4
    ციტატა: Barca1980
    ისე ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე რომ მოგვესინჯა ფრენკი ერთ შეხვედრაში , ექსპერიმენტის სახით , შეიძლება გაამართლოს კიდევაც . აიაქსის სკოლა , ბურთთან ურთიერთობის კულტურა და უნარჩვევები , დარტყმა როგორც შორი ისე ახლო დისტანციდან , შეიძლება სასტარტო სისწრაფე არ ეყოს მაგრამ მე მოვსინჯავდი . ცდად ღირს მემგონი


    დარტყმა რო ქონდეს ფრენკის რაღა გვიჭირს, ეგ დარტყმაა ზუსტად რაც აკლია ამ კაცს და ტუ დააყენა კარგად დარტყმები მაშინ ექნება ჩVენს ფრენკს პრეტენზია საუკეტესოობაზე. მოსახარშია ჯერ ფრენკი. ატლეტიკო -რეალს ვუყურე 2დგის წინ (ტასის ფინალს) ძალიან ძლიერი ბიჭია ფედერიკო ვალვერდე, დიდ კვალს დატოვებს ფეხბურტში. ფრენკი არ აჩვენებს ისეთ დონეს როგორსაც ფედე ჯერ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 თებერვალი 2020 14:50
    5
    ფრენკიიი სულ ესე ითამაშე და ნ1 იქნები დენ პოზიციაზე ;დ სასწაული იყო გუშინ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 თებერვალი 2020 13:57
    4
    ციტატა: Msn91011
    არ მიყურებია და როგორ შეაფასებდით თამაშს და კიკეს? და კიდე ვერგავიგე მესის ესეთი მშრალი სერია რატო არ მთავრდება

    მესის სამი სასწული საგოლე დარტყმა აუღო მეკარემ, მაგრამ ამის გარდა ჰეტტრიკი საგოლე პასებში ბევრს ნიშნავს. და ძალიან იშვიათია ფეხბურთში.
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #7 10 თებერვალი 2020 13:03
    11
    21-ე წუთზე ორკაცს შორის ქუსლით რომ გაიარა მარტო ეგ მომენტი რად ღირდა....მაგრად ითამაშა გუშინ ის აიაქსის ფრენკი გვაჩვენა რომ შეგვიყვარდა ორი-სამი წლის წინ <3
    Messi101
    სტუმარი [?]
    #6 10 თებერვალი 2020 12:59
    7
    რეალი ყველაზე მეტად მეზიზღება მაგრამ ლოგიკურად შეაფასე მაგათი ნახევარმცველები და ჩვენი მაგათი დაცვა და ჩვენი მაგათი მწვრთნელი და ჩვენი მარტო მესის იმედი მაქ დანარჩენი მგონია რო 80 % უშანსოდ ვართ ლოგიკურად დაფიქრდი
    Culé [?]
    #5 10 თებერვალი 2020 12:55
    3
    ისე ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე რომ მოგვესინჯა ფრენკი ერთ შეხვედრაში , ექსპერიმენტის სახით , შეიძლება გაამართლოს კიდევაც . აიაქსის სკოლა , ბურთთან ურთიერთობის კულტურა და უნარჩვევები , დარტყმა როგორც შორი ისე ახლო დისტანციდან , შეიძლება სასტარტო სისწრაფე არ ეყოს მაგრამ მე მოვსინჯავდი . ცდად ღირს მემგონი
    Culé [?]
    #4 10 თებერვალი 2020 12:53
    3
    აი ძაან მაინტერესებს და მინდა რომ მომავალი სეზონიდან არტუის დე იონგისა კოუს სამეული იყოს ნახევარდაცვაში. ძაან მაგარი იქნება ჩემი აზრით. ბუსთან ბოდიში მაგრამ მისი დრო იწურება ბარსაში, ისევე როგორც პიკესი. საერთოდაც დიდი პატივისცემისდა მიუხედავად მგონი დროა პიკემ გახსნას მაგ თავი და აბარგდეს. იერი მინა დააბრუნონ მაგ კაცს ძაან დიიდ მომავალი აქვს
    --------------------
    WE DID IT 6:1
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 10 თებერვალი 2020 12:51
    5
    უმეგრესი ხარ ფრენკ❤❤❤❤ ბარსას 10 წლიანი პროექტი👊👊👊👊
    ფანი [?]
    #2 10 თებერვალი 2020 12:50
    1
    არ მიყურებია და როგორ შეაფასებდით თამაშს და კიკეს? და კიდე ვერგავიგე მესის ესეთი მშრალი სერია რატო არ მთავრდება
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2020 12:18
    14
    ოქროს ბიჭი ხარ შენ. ასე უნდს ითამაშო სულ, გაბედულად და მესი ყველგან მოგძებნის.