რაიკაარდი: “ლიონს” აქვს კარგი შანსი გლაზგოში”

  • 28-11-2007, 14:36
  • "ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა, ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან” ნათამაშევი ფრის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "ჩვენ ვმოქმედებდით კარგად, უკეთესად, ვიდრე "ლიონი”. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავედით, თან ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მოგება. "ლიონს” კარგი შანსები აქვს გლაზგოში, ეს იქნება შესანიშნავი თამაში.

    რონალდინიო დარჩა ძირითადი შემადგენლობის მიღმა და მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში მიეცა თამაშის საშუალება, რაზეც რაიკაარდმა განაცხადა: "ძირითად შემადგენლობაში არის მხოლოდ 11 ადგილი და ჩვენ არ გვყავს შეუცვლელი ფეხბურთელები”.

    რაიკაარდის სიტყევბით რონალდინიო ესე უფრო მოტივირებული ჩანდა და კარგადაც ითამაშა: "არის აქტიურად თამაშის ორი გზა: პირველი – ირბინო მთელს მოედანზე და იზრუნო ბურთის ართმევაზე; მეორე – აქტიურად ითამაშო თავდასხმაში. რონალდინიო არ არის მათ შორის, ვინც ბურთის ართმევაზე თამაშობს, ხოლო შეტევაში მან საკმაოდ შედეგიანად ითამაშა”.

    პირველი ტაიმის ბოლოს ყოველთვის მშვიდი რაიკაარდი სათადარიგოთა სკამიდან იქნა გაძევებული: "მე უბრალოდ ვნერვიულობდი, არავის არ შევხებივარ, მაგრამ მეოთხე მსაჯმა მთავარ არბიტრს რატომღაც გადასცა, რომ მე უნდა გავეგდე”.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge