სამუელ უმტიტი და ერიკ აბიდალი ბილბაოში ჩავიდნენ

სამუელ უმტიტი და ერიკ აბიდალი ბილბაოში ჩავიდნენ

სამუელ უმტიტი და ერიკ აბიდალი უკვე ბასკეთში არიან - ისინი ბილბაოში კლუბის სხვა წევრების ჩასვლიდან რამდენიმე საათში ჩაფრინდნენ. 

დღეს, უმტიტი სასამართლო სხდომაზე იყო დაბარებული, საიდანაც ის ბარსელონას აეროპორტში გაემგზავრა, "ბარსას" სპორტულ დირექტორს კი იქ შეხვდა. 

როგორც პრესაში იწერებოდა, ბილბაოში კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუც იქნება, რომელიც "ატლეტიკისა" და "ბარსელონას" შეხვედრას დაესწრება. 

პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღება ბოლოდროინდელი დაძაბულობის შედეგია. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კატალონიური  გამოცემის, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაძაბულობა უკვე განიმუხტა, გასარკვევი აღარაფერია და აბიდალი პოსტს შეინარჩუნებს. 

Sport-ისთვის ინტერვიუს მიცემის შემდეგ, რომელში ნათქვამმა ფრაზამაც ლიონელ მესის გაბრაზება გამოიწვია, ერიკ აბიდალის თანამდებობაზე დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 6 თებერვალი 2020 22:30
    3
    პიკე-ლენგლეს დუეტი მირჩევნია ამ ეტაპზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 თებერვალი 2020 22:05
    1
    ეს დღეს რა ითამაშებს ნამგზავრი იქნება და დაღლილი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued