მესი და აბიდალი შერიგდნენ

მესი და აბიდალი შერიგდნენ

ჟოზეპ მარია ბართომეუსა და ერიკ აბიდალს შორის გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ფრანგი სპორტული დირექტორი თანამდებობას შეინარჩუნებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

გუშინწინ ღამით, ლიონელ მესი ერიკ აბიდალს ღიად დაუპირისპირდა. მეორე დილითვე, პრეზიდენტი ლეოს ესაუბრა. იმის გამო, რომ ბართომეუ ბრიუსელში იმყოფებოდა, აბიდალთან მისი საუბარი დაგვიანდა, რადგან პრეზიდენტს ერიკთან პირადად საუბარი სურდა.

ბართომეუ ბრიუსელიდან დაგეგმილზე ადრე, გუშინ ღამით დაბრუნდა და ის, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ოსკარ გრაუსთან ერთად, ერიკ აბიდალს შეხვდა. 2-საათიანი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაფერი იცვლება და აბიდალი თანამდებობას ინარჩუნებს.

Sport-ის ცნობით, სიტუაცია განიმუხტა მესისა და აბიდალს შორისაც და მათ ერთმანეთთან ისევ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მესი და აბიდალი "ბარსელონაში" ერთად 6 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #9 6 თებერვალი 2020 22:43
    1
    მე შთაბეჭდილება დამრჩა ისეთი, რომ მესის დაგროვილი ჰქონდა წყენა და ამ ინტერვიუს შემდეგ ბოლო წვეთი იყო, თორემ ასე საჯაროდ გამოსვლა და წყენის გამოხატვა ცოტა გადამეტებული იყო. იქნებ ვცდები
    Culé [?]
    #8 6 თებერვალი 2020 17:24
    1
    ხო რა ბართომ მოზვერი დკლაო და იქეიფეს.
    Culé [?]
    #7 6 თებერვალი 2020 14:38
    1
    მეგობრული ურთიერთობა არა ბენზემა. პროსტა გადაწყვიტეს კლუბის გარეთ არ გავიდეს ინფორმაცია და მორჩა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 თებერვალი 2020 14:32
    1
    მეგობრული? ბოდიში სად არის? ხვალ რო კიდევ სხვა გაზეთს მისცეს ინტერვიუ და თქვას "ზოგიერთი" ფეხბურთელი არ იხარჯებაო ბოლომდე მერე? ამიტომ სწორი იქნებოდა ეთქვა მე შენ არ მიგულისხმიხარ-ო და ეთქვა აი ივანაზე ვიფიქრეო მერე?
    Culé [?]
    #5 6 თებერვალი 2020 13:29
    3
    დაიკიდა მესიმ ზაფხულამდე, მერე შეცვლის მონათა ბანდას.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 თებერვალი 2020 11:59
    2
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: M10 S9 D11
    მარკამ ბარსელონა დაანგრია უკვე

    არა ბარსელონა ასმა დაანგრია, მარკამ აგური მოზიდა ნოუკამპთან გასაყიდათ, იქნება 2 კაპიკი ვიშოვოთ პაწაო :))

    stuck_out_tongue_closed_eyes
    ფანი [?]
    #3 6 თებერვალი 2020 11:52
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    მარკამ ბარსელონა დაანგრია უკვე

    არა ბარსელონა ასმა დაანგრია, მარკამ აგური მოზიდა ნოუკამპთან გასაყიდათ, იქნება 2 კაპიკი ვიშოვოთ პაწაო :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 თებერვალი 2020 11:40
    2
    პროსტა მართლა გაჯურად მოიქცა აბიდალი ესეგით ამბები კლუბს გარეთ არ გადის აწი ისწავლის ჭკუას
    ციტატა: Clever liar
    ჭირი და კორონა იქა, ლხინი და ალპენ გოლდი აქა. რა უცებ მოუსაქმეს მადრიდულ გამოცემებს აუჰ :))

    სად გადადიოდა მესი იმის დაწერაც არ აცადეს, უნამუსოები

    მარკამ ბარსელონა დაანგრია უკვე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 6 თებერვალი 2020 11:33
    7
    ჭირი და კორონა იქა, ლხინი და ალპენ გოლდი აქა. რა უცებ მოუსაქმეს მადრიდულ გამოცემებს აუჰ :))

    სად გადადიოდა მესი იმის დაწერაც არ აცადეს, უნამუსოები