Sport: "ბარსელონამ" დემბელეს შემცვლელს "ხეტაფეში" მიაგნო

Sport: "ბარსელონამ" დემბელეს შემცვლელს "ხეტაფეში" მიაგნო

როგორც იცით, უსმან დემბელეს ტრავმის გამო "ბარსელონას" გამონაკლისის სახით ფეხბურთელის დამატების უფლება აქვს (მხოლოდ ლა ლიგის გუნდებიდან) და კატალონიელები აპირებენ, ეს შანსი გამოიყენონ. 

ცოტა ხნის წინ, Sport-მა დემბელეს შეცვლის 6 კანდიდატი დაასახელა, თუმცა, კატალონიური გამოცემის უახლესი ინფორმაციით, "ბარსას" სამიზნე სხვა ფეხბურთელია - ანხელ როდრიგესი, რომელიც "ხეტაფეში" თამაშობს. 

32 წლის ესპანელი მოთამაშე მადრიდული კლუბის წევრი 2017 წლიდანაა და გუნდთან ერთად იმაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე შორიდან ჩანს: "ხეტაფე" წინა სეზონის ბოლო ტურამდე ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყო, ახლა კი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. 

ანხელის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა, რაც "ბარსასთვის" მისაღებია. მას დემბელეს გარდა, თამაში ლუის სუარესის პოზიციაზეც შეუძლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 თებერვალი 2020 22:52
    1
    ციტატა: (გიო)
    ციტატა: აბრაგი
    დემბელეს შემცცლელსო?))და რა როლო ქონდა დემბელეს გუნდში?)))

    ბაზარი არაა smile smile smile

    ექიმებს საქმეს უჩენდა, ტყუილად რო არ მჯდარიყვნენ.
    ფანი [?]
    #9 5 თებერვალი 2020 20:22
    1
    სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭირო, თორემ ბარსა გაანადგურა ბართუშამ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 თებერვალი 2020 20:10
    0
    9 გოლი, 1 ასისტი

    ციტატა: JUZI
    კიდე ერთი პენსიონერი. სად ნახულობენ ეს დედა ნაქაჩები ამ მოხუცებს

    შუა სეზონში, მარტო ესპანური გუნდებიდან 4-5 თვით ვინ მოვა. ზაფხულში იყიდიან ვინმე ნორმალურს.
    Culé [?]
    #7 5 თებერვალი 2020 19:45
    1
    ბარემ საქართველოს ჩემპიონატიდან დაიმატეთ ვინმე,ვაი თქვენს პატრონს. არაა ბარსელონა ლივერპული მანჩესტერი ან ბაიერნი, ფულის დახარჯვის გარეშე რომ აღწევენ წარმატებას,ერთი ორი დიდი ვარსკვლავი ყოველთვის იყო ამ გუნდში და არც დემბელე არც კოუტინიო და არც გრიზმანი არაა დიდი ფეხბურთელი. ნეიმარი მბაპე სხვა არ გვიშველის მესის წასვლის მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 თებერვალი 2020 18:43
    2
    ბარსა ბეს ფეხბურთელები უნდა შემოყარო სხვა გზა არ არის. ფულის ყრას ეგრე აჯობებს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #5 5 თებერვალი 2020 18:33
    4
    კიდე ერთი პენსიონერი. სად ნახულობენ ეს დედა ნაქაჩები ამ მოხუცებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 თებერვალი 2020 18:32
    1
    ბიჯო გადავირევი რაა ვინ ჩემი ფეხებია ეს რა უნდა ამას ბარსაში ინიაკი უილიამსი მოიყვანეთ იჯარით სეზონის ბოლომდე ვინებს დასდევენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 5 თებერვალი 2020 18:04
    4
    იმედია,არ შედგება ეს ტრანსფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2020 18:01
    11
    ციტატა: აბრაგი
    დემბელეს შემცცლელსო?))და რა როლო ქონდა დემბელეს გუნდში?)))

    ბაზარი არაა smile smile smile
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    აბრაგი
    სტუმარი [?]
    #1 5 თებერვალი 2020 17:48
    15
    დემბელეს შემცცლელსო?))და რა როლო ქონდა დემბელეს გუნდში?)))