მოურინიომ გვარდიოლასთან ერთად "ბარსელონაში" გატარებული დრო გაიხსენა

  • 3-02-2020, 23:59
  • მოურინიომ გვარდიოლასთან ერთად "ბარსელონაში" გატარებული დრო გაიხსენა

    კვირას, პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემმა" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

    ეს მე-6 შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანელს აჯობა. გვარდიოლას, რომელსაც, თავის მხრივ, მოურინიოსთან 11 მოგება აქვს, ამაზე მეტი თამაში (9) მხოლოდ იურგენ კლოპთან წაუგია.

    გვარდიოლა და მოურინიო, 3 წლის განმავლობაში, ერთ კლუბში მუშაობდნენ. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც პეპი "ბარსას" კაპიტნობდა, ხოლო ჟოზე "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. პორტუგალიელმა სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას გვარდიოლასთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს.

    "გვარდიოლაზე იმაზე კარგი წარმოდგენის ვარ, ვიდრე თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ. ჩვენ ერთად 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით.

    3 წელი ჩვენ ერთ მხარეს ვიბრძოდით, ერთ კლუბში ვმუშაობდით. მე იმაზე მეტი მახსოვს, ვიდრე ხალხი ჩვენს დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობს.

    შემდეგ კი იყო "ბარსელონა" და "რეალი", "ინტერი" და "ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" და ახლა "ტოტენჰემი" და "სიტი".

    ჟოზესა და ჟოზეპის დაპირისპირება არ არსებობს. ჩემთვის, ესაა თამაში, რომლის მოგებაც მინდა, რადგან მინდა ჩემმა გუნდმა მოიგოს და ქულები აიღოს. მეტი არაფერი." - ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს Goal.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    4 თებერვალი 2020 12:17

    ხოდა ის სამი წელი მივაცენზურე შენ რო ბარსაში იყავი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    4 თებერვალი 2020 02:58

    gvardi da mou ertad ro gaichiton gundshi, mtavari da tanashemwed. Mou dacvas daabalansebs da gvardi shetevas. Vinaa momgebi amati?))) Klopi da zizu ertad?))

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    4 თებერვალი 2020 01:07

    მაინც ავტობუსის მძღოლი ხარ, ორსართულიანის.

    8
    გასულია
    BaKuRa Culé [?]

    4 თებერვალი 2020 00:54

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    შე მზეო, მიაუ-რინიო იყავი,ხარ და იქნები მუდამ,ჩამოწერილი "საქონელი"!

    აუ იმენა ყველას ლანძღავს ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა smile მეტი respect და დატკბი relieved მხოლოდ მესი და ბარსელონაა არაა ფეხბურთი wink

    11
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    4 თებერვალი 2020 00:47

    ხანდახან მიკვრის რატო არ აფასებენ მაურინიოს, რონალდოს, ან სხვა იმ ფეხბურთელებს ვინც მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობენ (სიყვარულზე ხოარ ვიძახი) ეს კაცი გენიოსია. გინდა არ გინდა მაგარია თავის საქმეში, გულზე არ მეხატება მაგრამ ფაქტია

    14
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    4 თებერვალი 2020 00:06

    შე მზეო, მიაუ-რინიო იყავი,ხარ და იქნები მუდამ,ჩამოწერილი "საქონელი"!

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge