დღეს ეტო’ომ შესაძლოა ექიმებისგან საბოლოო ნებართვა მიიღოს

  • 28-11-2007, 13:02
  • დღეს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ, კლუბის ექიმები – რამონ კუგასი და ვიქტორ პრუნა გამართავენ შეხვედრას, სადაც განიხილავენ საკითხს, უნდა მისცენ თუ არა სამუელ ეტო’ოს სრულად ვარჯიშის და თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება.

    მიუხედავად ამ სასიხარულო ამბისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ კამერუნელი მომდევნო მატჩის განაცხადში მოხვდება. იგი ჯერ დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს, რათა აღიდგინოს ის ფიზიკური ფორმა, რომელიც მან დაკარგა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამიტომ, თითქმის გამორიცხულია მისი კატალონიურ დერბიში მონაწილეობა, რადგან ამ თამაშამდე დარჩა მხოლოდ სამი სრულფასოვანი ვარჯიში, რაც არ არის საკმარისი ასეთი თამაშისთვის ფორმის აღსადგენად.

    თუ დღეს ეტო’ო მიიღებს ექიმებისგან ნებართვას, მაშინ გამოვა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა სამ თვეს მინუს ერთი დღე.

    ბოლო ორი დღის განმავლობაში ეტო’ო  დაუღალავად ვარჯიშობს ფიზმომზადების მწვრთნელებთან, პაკო სეირულოსთან და ხოსეპ ანტონიო პაზანკოსთან ერთად. ფეხბურთელის და მწვრთნელების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფორმაში შესვლა "დეპორტივოსთან” მატჩისთვის, რომელიც შედგება 10 დღის შემდეგ.

    სხვა ფეხბურთელები

    ასევე მოედანზე დაბრუნებასთან ძალზე ახლოს არის დეკო. კონკრეტული დრო არ სახელდება მისი დაბრუნებისა, მაგრამ გუშინ მან სპორტდარბაზში ივარჯიშა ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ.

    ასევე გუშინ "ლა მასიაზე” ივარჯიშეს ჯოვანი დოს სანტოსმა და ედმილსონმა. ორივემ დაახლოვებით ერთი საათის განმავლობაში ივარჯიშა. პრინციპში, მექსიკელი შესაძლოა მოხვდეს "ესპანიოლთან” მატჩის განაცხადში, რადგან იგი ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ედმილსონს კი კიდევ დაახლოვებით სამი კვირის ლოდინი მოუწევს.

    წყარო: www.barcamania.ru

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge