ოფიციალურად: "ელ კლასიკოს" ზუსტი დრო ცნობილია

ოფიციალურად: "ელ კლასიკოს" ზუსტი დრო ცნობილია

დღეს, ესპანეთის ლა ლიგამ 2019/20 წლების სეზონის მე-2 "ელ კლასიკოს" თარიღი ოფიციალურად დაადასტურა.

ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა გააჟღერა, უკვე დადასტურებულია. ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშების მე-2 "კლასიკო" პირველ მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, ანუ თბილისის დროით უკვე 2 მარტს, 00:00 საათზე გაიმართება. თამაშს "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონი უმასპინძლებს.

არსებობს შანსი, რომ გუნდებმა ერთმანეთში მანამდეც ითამაშონ. თუ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბარსელონამ" "ბილბაოს", ხოლო "რეალმა" "სოსიედადის" ბარიერი დასძლია, ისინი, კიდევ 2 გუნდთან ერთად, ბრმა წილისყრაში მიიღებენ მონაწილეობას და შესაძლოა, თასის 1/2-ფინალში "კლასიკო" ვიხილთ. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ პირველი დაპირისპირება 12 თებერვალს, ხოლო განმეორებითი ლა ლიგის "კლასიკოდან" 3 დღეში, 4 მარტს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 3 თებერვალი 2020 23:57
    1
    თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ პირველი დაპირისპირება 12 თებერვალს, ხოლო განმეორებითი ლა ლიგის "კლასიკოდან" 3 დღეში, 4 მარტს გაიმართება.

    ავტორს..
    აგერიათ მთელი წინადადება, თვეც და რიცხვებიც, დაითვალეთ დღეებიც და გაასწორეთ. ვერაფერი ვერ გავიგე რა როდის არის..თასის თამაშები ერთმატჩიანია.
    Culé [?]
    #5 3 თებერვალი 2020 22:40
    1
    რომელმა გუნდმაც არ უნდა მოიგოს უდიდესი ნაბიჯის გადადგმა იქნება ლა ლიგის ჩემპიონობისკენ, იქამდე კიდე სიტუაცია თუ არ დალაგდა სერიოზულ ფიასკოსაც არ გამოვრიცხავ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 თებერვალი 2020 22:18
    2
    ხო ნახევარფინალამდე უნდა მივაღწიოთ და ეგეც დიდი პრობლემა მგონია. თუ ვერ მოგვიგო ატლეტიკმა დაგვიმტვრევენ ერთი ორ კაცს როგორც მინიმუმ. და საერთოდ ფეხბურთელი აღარ დაგვრჩება ლიგაზე სათამაშოდ, ძალიან არ მინდა მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს, ნეტავ 2015 წლის სუპერთასი არ გაგვიმეორონ.
    კატო
    სტუმარი [?]
    #3 3 თებერვალი 2020 21:11
    3
    ტერ შტეგენს ჰკითხეს ერთი წლის წინ, სად უფრო ძნელიაო თამაში. სან მსმესზე ყველაზე მეტად გვიჭირსო. . . მას შემდეგ პირველი თამაში ლა ლუგაში გასვლაზე ვიყავით და წავაგეთ. ახლსც ბილბაო გასვლაზე გვაქვს. რეალის შემდეგ ატლეტიკოს და ბილბაოს აქვს ყველაზე ნაკლები ბურთი მიღებული. მგონი ძალიან გაგვიჭირდება
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 3 თებერვალი 2020 20:23
    2
    გადავუვლით სამეფო მონებს💪💪💪💪👊👊👊👊
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2020 20:13
    11
    ასეთ მდგარეობაში მყოფი გუნდით, რეალთან თასზე შეხვედრას არ ვისურვებდი😩