"ბარსელონას" პოსტი, რომელიც ტერ შტეგენის გამო წაიშალა

  • 3-02-2020, 16:52
  • "ბარსელონას" პოსტი, რომელიც ტერ შტეგენის გამო წაიშალა

    "ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, კატალონიურ კლუბს Twitter-ზე გაკეთებული პოსტის წაშლა მოუხდა.

    "ლევანტესთან" გუშინ გამართული მატჩის (2-1) მიწურულს, ტერ შტეგენის მორიგი სეივის შემდეგ, "ბლაუგრანას" Twitter-ზე გამოქვეყნდა პოსტი წარწერით "ჩვენი კედლის მორიგი სეივი."

    როდესაც "ბარსელონას" კარში ერთადერთი გოლი ტერ შტეგენის უხეშ შეცდომას მოჰყვა, კატალონიურმა კლუბმა ეს პოსტი წაშალა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    4 თებერვალი 2020 11:52

    ყველა ერთად როგორ დაბრმავდა? რიკოშეტი იყო, ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ფოკიზნიკი კი არაა კაცი მეკარეა!

    1
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    3 თებერვალი 2020 21:12

    მაგ ბურთის მოხსნა არც ისე ადვილი იყო რიკოშეტი იყო და შეუცვალა ბურთს მიმარტულება სხვაგან ელოდა ბურთს

    2
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    El PreSidenTe წევრი [?]

    3 თებერვალი 2020 21:07

    აუ ახლა დაიწყებენ ტიპები კურტუა ჯობიაო :(( პროსტა მაგის თქმა კი არა შედარებაც სირცხვილია :))
    და ამ სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობას რაც შეეხება მაგას შტეგოს ვინც დააბრალებს ფეხბურთი კი არა არაფერი ქონია ნაყურები. დაცვა იმენა პრახადნოი დვორია :((

    4
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    3 თებერვალი 2020 19:16

    კაი ახლა გადააყოლეთ იმ ერთ შეცდომას 3 მკვდარი ბურთი გამოაძრო კარიდან და მარტო იმ შეცდომას ნუ უყურებთ

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Clever liar გულშემატკივარი [?]

    3 თებერვალი 2020 17:44

    ჩვენი კედელიცაა შტეგენი და ერთი 5 მცველიანი დაცვის რგოლიც.. რამდენს ნიშნავს ხარისხიანი ჩამშლელი, ორჯერ ჩვევნზე მღვიმე იყო რეალის დაცვა, მარა რომ დგას იქ კლდეზემირო სამყაროს იმპერატორივით, მაგიტომაც აქვთ ისტორიაში ყველაზე ცოტა გოლი ამ სეზონში გაშვებული, შესაბამისად მაგის ფონზე 2 ჯერ ეფექტური და თავდაჯერებული გახდა რამოსი 40 წლის ასაკშიც. გუშინ თითქმის იდეალურად ითამაშა პიკემ, როგორც პერსონალურად ისე ვარდნებშიც, ბოლო მცველზეც და დაზღვევებზეც, მარა მისი ამაგი მაინც კაფიკი ჩანდა თამაშის ბოლოს ფასი, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო ამაზე და შტეგოზე იყო ზუსტად ნათქვამი.

    8
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    3 თებერვალი 2020 17:38

    ისე ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ გადაცემებში, მე მეგონა მესიც, ბუსკეტციც პიკეც ამ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ სიზუსტეს გადაცემებში და კარში დარტყმებში, მაგრამ პირიქითაა მე მგონი. სუყველას გაუფუჭდა პასის სიზუსტე და განსაკუთრებით კარში დარტყმის სიზუსტე. ვალენსიასთან ლეომ 11 ჯერ დაარტყა კარისკენ და მარტო 4 წავიდა მეკარისკენ(კარში არცერთი) გუშინ უფრო მეტი და არა თავის სტილში აუღებლები კუთხეებში, არა უფრო მეკარე ავარჯიშა სეივებზე. სისწრაფეზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ლევანტე მოიგდებდა თუ არა ბურთს პირდაპირ კარისკენ გარბოდნენ, ეს ჩვენი ბედოვლათები ისე ნელა მიდიოდნენ მეტოქის კარისკენ გეგონება კრემატორიუმში იყვნენ შესასვლელები.

    9
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    3 თებერვალი 2020 17:35

    არ უნდა წაეშალათ, გასაგებია შეცდომა,მაგრამ მაინც მაგრად ითამაშა heart_eyes

    6
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Geo-fcb წევრი [?]

    3 თებერვალი 2020 17:32

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    მატჩის (2-1) მიწურულს, ტერ შტეგენის მორიგი სეივის შემდეგ, "ბლაუგრანას" Twitter-ზე გამოქვეყნდა პოსტი წარწერით "ჩვენი კედლის მორიგი სეივი."

    7-თვიანია ბართუშა და რა ქნას! smile

    ბართომეუ პოსტავს კიი sweat_smile

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    3 თებერვალი 2020 17:27

    ციტატა: Bobi
    მეც ზუსტად ეგრე მომივიდა დამატებითი რო დაიწყო მაშინ გავიფიქრე ზედიზედ მეორე მატჩია კარს მშრალად ვინახავთ თქო sweat_smile sweat_smile

    კი, იმ ტიპს ფეხებშუა რო გაატარა და შტეგენს რო უფარავდა აბზორს ერთ ფეხზე შეეხო ბურთი და უცებ შეიცვალა მიმართულება.

    3
    გასულია
    M10-S9-G17 წევრი [?]

    3 თებერვალი 2020 17:14

    არაა მეკარის ბრალი რიკოშეტი იყო კარგად თუ დააკვირდებით

    12
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    3 თებერვალი 2020 17:07

    მეც ზუსტად ეგრე მომივიდა დამატებითი რო დაიწყო მაშინ გავიფიქრე ზედიზედ მეორე მატჩია კარს მშრალად ვინახავთ თქო sweat_smile sweat_smile

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    3 თებერვალი 2020 16:59

    მატჩის (2-1) მიწურულს, ტერ შტეგენის მორიგი სეივის შემდეგ, "ბლაუგრანას" Twitter-ზე გამოქვეყნდა პოსტი წარწერით "ჩვენი კედლის მორიგი სეივი."

    7-თვიანია ბართუშა და რა ქნას! smile

    0
    გასულია
    M.MN10 გულშემატკივარი [?]

    3 თებერვალი 2020 16:58

    ხო მაგრამ იდეაში რიკოშეტი იყო მგონი 🙈

    8
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    3 თებერვალი 2020 16:57

    ძაან იმადურები ვართ ბარსას გულშემატკივრები გუნდს შევხედოთ და მერე იმას თუ რამდენს ვთხოოვთ

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV