საინტერესო დამთხვევა - მომავალ თანაგუნდელებს ანტუან გრიზმანი 6 თვის წინ "წვრთნიდა"
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ბარსელონამ" 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმა. დღეს გაოფიციალურდა, რომ კატალონიურ კლუბს მომდევნო სეზონიდან ფრანსიშკუ ტრინკაუ და მატეუს ფერნანდესი შეუერთდებიან.
ეს ფეხბურთელები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილები არ არიან, მაგრამ მათ აშკარად კარგად იცნობს მათი მომავალი თანაგუნდელი ანტუან გრიზმანი. 2019 წლის 14 აგვისტოს, ფრანგმა ვარსკვალვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჩანდა, რომ გრიზმანი პოპულარულ თამაშ Football Manager-ს "არსენალით" თამაშობდა. ანტუანმა ლონდონური კლუბის 2023 წლის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. 6 თვის წინ, ანტუან გრიზმანის გუნდის შეტევის მარჯვენა ფლანგზე ფრანსიშკუ ტრინკაუ, ხოლო ნახევარდაცვაში მატეუს ფერნანდესი თამაშობდნენ.
. @Arsenal 2023 pic.twitter.com/xBS5IhSm09
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) August 14, 2019
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]