აბელ რუისის გამოსამშვიდობებელი წერილი
20 წლის ესპანელი თავდამსხმელი აბელ რუისი, რომელიც დღეს "ბრაგაში" გადავიდა, კატალონიურ კლუბს Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა.
"დღეს მე დავემშვიდობე იმას, რაც 8 წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ კლუბში, სადაც სიამოვნებას მოსვლის პირველივე დღიდან ვიღებდი. "ლა მასიასა" და მისი წევრების მადლობელი ყოველთვის ვიქნები. მე თქვენ გულით გატარებთ!" - დაწერა აბელ რუისმა სოციალურ ქსელში და პოსტს "ბარსელონას" ლოგოსთან ბავშვობაში გადაღებული სურათიც დაურთო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]