ვინ არის მატეუს ფერნანდესი, რომელიც "ბარსამ" "პალმეირასიდან" იყიდა?

ვინ არის მატეუს ფერნანდესი, რომელიც "ბარსამ" "პალმეირასიდან" იყიდა?

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" "პალმეირასის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მატეუს ფერნანდესი იყიდა.

მატეუს ფერნანდესი 1998 წლის 30 ივნისს, ბრაზილიის ქალაქ იტაბოროიში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში "ბოტაფოგოს" აკადემიაში დაიწყო, პირველ გუნდში დებიუტი კი ფერნანდესს 2016 წელს ჰქონდა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მატეუსმა "ბოტაფოგოს" მაისურით 76 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის გუნდს კარიოკას ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

2019 წელს, მატეუს ფერნანდესი "პალმეირასში" გადავიდა, სადაც 11 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო.

ფერნანდესს, ბრაზილიის 17 და 20 წლამდელ გუნდებში, 2-2 თამაში აქვს ჩატარებული.

მატეუს ფერნანდესი დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველია. მისი მთავარი მოვალეობა ბურთის დაცვიდან ამოტანაა. ბურთის მოპოვების შესანიშნავი უნარის გამო, ფერნანდესი, როგორც წესი, საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 1 თებერვალი 2020 04:39
    0
    Magars ghadaoben
    გულშემატკივარი [?]
    #6 31 იანვარი 2020 23:05
    8
    ყ...ე უფრო ის არის ვინც ჯერ არ იცნობს ადამიანს და არ იცის რას წარმოადგენს და ყ... ეს ეძახი.. ვინ უფრო მეტი ყ....ეა შენც კი მიხვდები
    Culé [?]
    #5 31 იანვარი 2020 22:59
    4
    წარმატებებიი,იმედია გაამართლებს.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    Culé [?]
    #4 31 იანვარი 2020 22:45
    13
    რატო ლანძღავთ ამ ბიჭს კარგი ბიჭია, ძალიან კარგი სყრდენია და ბუსკეტს ბევრ რამეში გაქვს, ის კატეგორიაა ვისაც ბურთი ფეხზე აქ მიწებებული, არაა ამისი ყიდვა შეცდომა, თუ ევროპას მოერგო, მინიმუმ ზამენის კარგი საყრდენი გვეყოლება
    გულშემატკივარი [?]
    #3 31 იანვარი 2020 22:22
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ ბუსის შემცველია? არადა ფრენკი გყავს მაგ პოზიციაზე სამომავლოდ

    ფრენკი ბევრად შემტევია ვიდრე ბუსკეტსი
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 იანვარი 2020 22:06
    3
    ანუ ბუსის შემცველია? არადა ფრენკი გყავს მაგ პოზიციაზე სამომავლოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 31 იანვარი 2020 21:56
    6
    ნეტა ბართომეუ შეიწიროს ამ ბრაზილიაში შავი ფულების გადარიცხვებმა და გასროკონ.
    --------------------
    ღადობარსა :)))