მიმდინარე სეზონში მესიმ 35 გოლი გაიტანა

მიმდინარე სეზონში მესიმ 35 გოლი გაიტანა

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი აგრძელებს მეტოქეთა კარის დალაშქვრას. მას შემდეგ, რაც გუშინ "ალმერიის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში არგენტინელმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება შეძლო, მიმდინარე სეზონში მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა 35 გახდა.

მოქმედმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 19 გოლი "ბლაუგრანას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა, ქვეყნის თასის გათამაშებაში მან შვიდჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, ექვსჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგეები ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო ესპანეთის სუპერთასის თამაშებში 3 გოლი ჩაიწერა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიონელს მიმდინარე სეზონში 18 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მესის ბომბარდირობაში უშუალო კონკურენციას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრისტიანუ რონალდუ უწევს. რონალდუს ანგარიშზე 32 გოლია. შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში მესიმ 47–ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.