Cope: ვალვერდეს დროს, უსმან დემბელე არასწორად ვარჯიშობდა
- 31-01-2020, 21:06
-
Writer
- 10

"ბარსელონას" ფრანგი ვარსკვლავი უსმან დემბელე მკურნალობის ბოლო ეტაპს გადის. მან გუნდთან ერთად მსუბუქად ვარჯიში უკვე დაიწყო და არაა გამორიცხული მოედანს დათქმულ ვადაზე, 25 თებერვალზე ადრე დაუბრუნდეს.
22 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" მე-3 სეზონს ატარებს და ის უკვე მე-9 ტრავმას მკურნალობს. როგორც ირკვევა, ტრავმების რეციდივის მიზეზი არასწორი მკურნალობა იყო.
დემბელემ მკურნალობის კურსის ნაწილი ყატარში ჩაიტარა. Cope-ს ცნობით, ყატარში გაირკვა, რომ წინა სამწვრთნელო შტაბის დროს, აღდგენით პროცესს დემბელე არასწორად გადიოდა.
ამჟამად, უსმან დემბელე აღდგენით პროცესს განსხვავებულად, მისი სხეულისთვის შერჩეული პროგრამით გადის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]