კიკე სეტიენს უსმან დემბელეს იმედი აქვს
- 31-01-2020, 19:39
-
marusa barcelona
- 15

კიკე სეტიენი იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევის ძიებისას განცდილს მარცხს დემბელეს დაბრუნება დააბალანსებს.
ლუის სუარესი ოპერაციის გამო გუნდს 4 თვით ვერ დაეხმარება, დემბელე კი უკვე ვარჯიშებს დაუბრუნდა და ექიმების ვარაუდით, მას მალე მოედანზე ვიხილავთ.
"მშვიდად ვიქნები. არსებობს ტრავმების რისკი, რომელსაც ვერ გააკონტროლებ. ვითამაშებთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვეყოლება. ასე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა სატრანსფერო ბაზარმა საშუალება არ მოგვცა."
"დემბელე მალე გამოჯანმრთელდება. ის მოთამაშეა განსაკუთრებული უნარებით და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ბევრის მოცემა შეუძლია. დემბელე მოქმედებს სივრცეებში და ვეცდებით ეს ფაქტორი სათავისოდ გამოვიყენოთ. "
"დარწმუნებული ვარ, რომ დემბელე, იმ პოტენციალით, რაც მას აქვს, კლუბს დიდ დახმარებას გაუწევს. ფრანგი არაჩვეულებრივი იქნება." - ციტირებს სეტიენის სიტყვებს Bleacher Report.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]