ლიონელ მესის ისტორიული მოგება

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ლეგანესთან" მოგება ლეო მესისთვის განსაკუთრებული იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, "ბარსელონას" მაისურით, მე-500 მატჩში იმარჯვა.
არგენტინელი, აქამდეც კლუბის რეკორდსმენი იყო. მოგებებების რაოდენობით მე-2 ადგილზე ჩავია (476 მოგება), ხოლო მესამეზე - ანდრეს ინიესტა (459 მოგება). შესაბამისად, მესი "ბარსას" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 500 თამაშის მოგება მოახერხა.
მესიმ პირველი მოგება აქტივში 2004 წლის 16 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ჩაიწერა. ერთადერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ლეოს "ბარსას" მაისურით უთამაშია და ვერ მოუგია, "გრანემენტია". 2004/05 წლების სეზონში, ესპანეთის თასის საწყის ეტაპზე, მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის მესის "ბარსა" 0-1 დამარცხდა.
მესის სულ 86 გუნდის წინააღმდეგ მოუგია. ამ მხრივ მისი ფავორიტი მეტოქეები არიან:
- სევილია - 29 მოგება
- ბილბაო - 24
- ატლეტიკო - 24
- ესპანიოლი - 24
- რეალი - 19
- ხეტაფე - 19
- ვალენსია - 18
- ლევანტე - 17
- ვილიარეალი - 17
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]