პორტუგალიური პრესა: "ბარსელონამ" "ახალი რონალდუს" შეძენა გაინაღდა
O Jogo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" პორტუგალიურ "ბრაგასთან" შეთანხმებას მიაღწია და 20 წლის ფორვარდის, ფრანსიშკუ ტრინკაუს დამატება გაინაღდა.
ტრინკაუ სუარესის სასწრაფო შემცვლელად არ მოიაზრება - წყაროს ცნობით, ის სეზონის ბოლომდე პრიმეირა ლიგაში დარჩება, "ბარსას" კი ზაფხულში შეუერთდება.
კატალონიელები ახალ კრიშტიანუ რონალდუდ წოდებული ფეხბურთელის ტრანსფერში 31 მილიონ ევროს გადაიხდიან.
შეთანხმების მიღწევას ხელი იმანაც შეუწყო, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, აბელ რუისის "ბრაგაში" განათხოვრების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]