კატალონიური პრესა: აბელ რუისის ახალი გუნდი ცნობილია
"ბარსელონა ბ"-ს თავდამსხმელი აბელ რუისი კარიერას პორტუგალიურ "ბრაგაში" განაგრძობს. ამ ინფორმაციას კატალონიური სპორტული გამოცემები, Sport და Mundo Deportivo ავრცელებენ.
Sport-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ბრაგაში დღეს გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იმავე წყაროს ცნობით, რუისი "ბრაგაში", თავიდან, იჯარით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი, პორტუგალიელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. გამოცემის ინფორმაციით, აბელ რუისი "ბრაგასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
Mundo Deportivo კი გამოსასყიდ თანხას ასახელებს - ზაფხულში, "ბარსელონა" "ბრაგასგან" 10 მილიონ ევროს მიიღებს.
აბელ რუისი "ბარსელონა ბ"-ში 2017 წლიდან გამოდის. კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მან 68 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონის წინ, ერნესტო ვალვერდემ ის ამხანაგურ მატჩებში ათამაშა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ მას შემდეგ მას პირველ გუნდში აღარ უთამაშია. თავად ფეხბურთელმა ამის გამო უკმაყოფილება გამოხატა, "ბარსა ბ"-ს დამრიგებელმა, გარსია პიმიენტამ კი განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ რუისი ახალ გუნდს მოძებნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]