რუდ გულიტმა ფრენკი დე იონგი გააკრიტიკა
ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, რუდ გულიტმა "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი გააკრიტიკა.
"ბევრი ამბობს, რომ ფრენკი "ბარსელონაში" კარგად თამაშობს, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები."
"დე იონგი კარგად ვერ თამაშობს. ვფიქრობ, მას ბევრად მეტი შეუძლია."
გულიტმა "ვალენსიასთან" მატჩი გაიხსენა: "ის თანაგუნდელებს ეხსნება, ბურთს იღებს, აკეთებს თავის მოძრაობებს და შემდეგ, პასს ან მარჯვნივ აკეთებს, ან - მარცხნივ. სხვა არაფერი. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, მას მეტი შეუძლია."
"როდესაც ის ბურთითაა, ეს კარგი საყურებელია, მაგრამ მე შედეგები მაინტერესებს. თუ ფრენკი პასებს უკან, ან გვერდზე გააკეთებს, ის უბრალოდ უსარგებლო იქნება."
"არის მომენტები, როდესაც მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. ამ დროს ვფიქრობ: "რა მოთამაშეა!", მაგრამ ასეთ მომენტებს ძალიან იშვიათად ვხედავ." - ციტირებს რუდ გულიტის სიტყვებს Voetbal Primeur.
საინტერესოა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მაისში, გულიტი დე იონგზე სხვაგვარად საუბრობდა. ის თანამემამულეს ზინედინ ზიდანს ადარებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]