გარსია პიმიენტა: "ბარსა ბ"-ს მწვრთნელობა ცუდია

"ბარსელონა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებიც კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მუშაობას ახლავს თან.
"სარეზერვო გუნდში მუშაობა რთულია. ფეხბურთელები ხშირად გაკლია, რადგან ისინი პირველ გუნდში არიან გამოძახებულნი. თუმცა, ეს ამ მოთამაშეების მაღალ დონეზე მეტყველებს, რაც კარგია." - ციტირებს გარსია პიმიენტას სიტყვებს Marca.
მიმდინარე სეზონის დაგეგმის დროს, გარსია პიმიენტას ანსუ ფატი და კარლეს პერესი მის გუნდში ჰყავდა გათვალისწინებული, მაგრამ ეს ფეხბურთელები მუდმივად პირველ გუნდში არიან. ამის მიუხედავად, კატალონიელები ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებენ და ისინი დაწინაურებისთვის იბრძვიან. სიტუაციას კი ის ართულებს, რომ დიდი ალბათობით, პიმიენტას გუნდს რიკი პუჩიც გამოაკლდება, რომელიც სეზონის მე-2 ნახევარს პირველ გუნდში გაატარებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]