"ბარსელონა" - კლუბი, სადაც ფეხბურთელები მეფობენ

"ბარსელონა" - კლუბი, სადაც ფეხბურთელები მეფობენ

"ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი გავხდებოდი." - თქვა კიკე სეტიენმა დაახლოებით ორი კვირის წინ, თავის პრეზენტაციაზე. "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ "ბარსელონა" მე ამირჩევდა."

კიკე სეტიენი - კრუიფის ფილოსოფიის მიმდევარი 61 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომელსაც ნამდვილად არ ჰქონია შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერა, თუმცა კატალონიური გრანდი სწორედ მისმა მოკრძალებულმა CV-მ მოხიბლა. იგივე შეიძლება ითქვას ჩავი ერნანდესზეც, რომელიც "ბარსელონას" პრიორიტეტი იყო, თუმცა "ბლაუგრანას" ლეგენდამ კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ეჭვგარეშეა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი სამწვრთნელო გამოცდილება რამდენიმე თვეს არ აღემატება.

პატარა მწვრთნელები დიდ კლუბში

ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ის, რაც "ბარსელონას" ყველაზე ნაკლებად უნდა, სახელგანთქმული და დიდი ავტორიტეტის მქონე მწვრთნელის მოყვანაა. ფეხბურთში, თითქმის ყველგან, მთავარი მწვრთნელის როლი ნელ-ნელა კარგავს იმ მნიშვნელობას, რომელიც ადრე ჰქონდა. ეს პროცესი "კამპ ნოუზე" ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს.

ბოლოს, "ბარსელონამ" დიდი ავტორიტეტის მქონე მთავარი მწვრთნელი 2002 წელს აირჩია. ეს ადამიანი ლუი ვან გაალი იყო. ჰოლანდიელის წარუმატებლობის შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა, მწვრთნელის შერჩევის პოლიტიკა რადიკალურად შეეცვალა. იმის მაგივრად, რომ "ბლაუგრანას" თავკაცმა გადაწყვიტოს, როგორ ითამაშებენ მისი ფეხბურთელები, "ბარსა" თავად წყვეტს, როგორი ფეხბურთის თამაში უნდა კლუბს, შემდეგ კი ისეთ მწვრთნელს არჩევს, რომელიც მათ გეგმას მიჰყვება.

"ბარსელონას" საფეხბურთო ფილოსოფია ყველასთვის ცნობილია: სწრაფი პასები, შეტავა და პრესინგი მეტოქის ნახევარზე. ჰოლანდიური სტილი, რომელიც კლუბს იოჰან კრუიფმა თავისი მწვრთნელობის პერიოდში (1988-96 წლები) გააცნო. 2003 წელს, "ბარსას" ახალმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კრუიფს ჰკითხა, რომელი მწვრთნელი შეძლებდა კლუბში ჰოლანდიური ფეხბურთის დაბრუნებას. იოჰანმა რეკომენდაცია თავის თანამემამულეს, ფრანკ რაიკაარდს გაუწია. მწვრთნელს, რომლის გუნდიც (როტერდამის "სპარტა") ჰოლანდიის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. რაიკაარდი "ბარსელონაში" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 2006 წელს კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

2008 წელს, როდესაც რაიკაარდმა კლუბი დატოვა, "ბარსელონა" ახლოს იყო იმასთან, რომ მთავარ მწვრთნელად სახელგანთქმული სპეციალისტი დაენიშნა. "ბლაუგრანას" წარმომადგენლები ლისაბონში ჟოზე მოურინიოსთან გასასაუბრებლად ჩაფრინდნენ. "ბარსას" სათავეში პორტუგალიელი უნდა ჩასდგომოდა, თუმცა კატალონიელებმა მასზე უარი თქვეს. უპირველესად, მისი დაცვითი სათამაშო სტილის გამო, რომელიც კრუიფისას ეწინააღმდეგებოდა. ასევე, "ბარსელონას" არ მოსწონდა ჟოზე, როგორც პიროვნება. ამიტომ, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ გუნდს "ბარსელონა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი, 37 წლის პეპ გვარდიოლა ჩაიბარებდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა, როგორც მწვრთნელმა, მთელს მსოფლიოში სახელი მალევე გაითქვა. მან "ბარსა" 2012 წელს დატოვა. გვარდიოლას შემდეგ, "ბარსელონა" ისეთმა სპეციალისტებმა ჩაიბარეს, რომელთა სახელებიც, როგორც მწვრთნელების, ფეხბურთის მოყვარულებს ბევრს არაფერს ეუბნებოდა - ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო, ლუის ენრიკე, ერნესტო ვალვერდე. ჩამოთვლილთაგან გულშემატკივრების იმედები მხოლოდ ლუის ენრიკემ გაამართლა.

მოკლედ, კატალონიურ კლუბს ისეთი სპეციალისტები წვრთნიან, რომელთა არსებობის შესახებ ალბათ, მხოლოდ "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა იციან. "ბლაუგრანას" ეგრედ წოდებული "ნოუ ნეიმ" (no-name) მწვრთნელები იბარებენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდში მწვრთნელი არაფერს წყვეტს, ის უფროსი არ არის. გუნდის სათამაშო სტილი დიდწილად ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, კონკრეტულად ლიონელ მესიზე.

ლიონელ მესი

მესის ნაკლებად ქარიზმატულობასა და ჩვეულ მშვიდ ხასიათს, ხალხი შეცდომაში შეჰყავს. გასახდელში ის მკაცრი და მომთხოვნი ლიდერია, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს, თუ როგორ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს გუნდი. "ბარსელონა" არგენტინელს 15 წელიწადია ინარჩუნებს. ამის გასაკეთებლად კლუბის პრეზიდენტები მას აძლევენ ისეთ უფლებებს, რომლებიც ჩვეულებრივ, მოთამაშეებს არ აქვთ. რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ამას არ აღიარებს, მაგრამ მესის აქვს უფლება, დაბლოკოს ფეხბურთელების ტრანსფერები, ჩაერიოს მწვრთნელების შერჩევის პროცესში და გუნდის თავკაცის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში. ეს დასკვნა "ბარსელონას" წარმომადგენლებთან მრავალჯერად საუბრებზე დაყრდნობით გამოვიტანე.

ზოგჯერ, მესი კლუბის გადაწყვეტილებების ინიცირებასაც კი ცდილობს, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდის. მაგალითად, გასულ ზაფხულში, არგენტინელი ბართომეუს შეხვდა და ნეიმარის დაბრუნება მოსთხოვა. კლუბმა ამაზე იფიქრა და გადაწყვიტა, რომ 27 წლის ტრავმებისადმი მიდრეკილ ფეხბურთელში 200 მილიონი ევროს გადახდა არ ღირდა. ამის მიუხედავად, "ბარსელონა" მთელი ზაფხული ცდილობდა, ხალხი დაერწმუნებინა იმაში, რომ კატალონიელებს ნეიმარის შეძენა სურდათ, რათა ბოლოს კლუბის ხელმძღვანელებს მესისთვის ეთქვათ: "ბოდიში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მისი დაბრუნება არ გამოგვივიდა."

მთავარი წვრთნელის გარდა, "ბარსელონას" სათამაშო სტილს მესიც განაპირობებს ისევე, როგორც გუნდის სხვა ვეტერანი ფეხბურთელები - სერხიო ბუსკეტსი და ჟერარ პიკე. ბოლო რამდენიმე წელია, არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ მას აღარ აქვს საკმარისი გამძლეობა იმისთვის, რომ მეტოქე დააპრესინგოს. ასევე, ლეოს მარჯვნივ, მოედნის ცენტრისკენ ახლოს სურს თამაში და არა უკიდურეს მარჯვენა ფლანგზე. ვინც არ უნდა იყოს "ბარსას" მწვრთნელი, ეს მოთხოვნები აუცილებლად უნდა შესრულდეს. კლუბმა არტურო ვიდალი იმიტომ შეიძინა, რომ ის მესის "ფეხები" იყოს და პრესინგის დროს, მეტოქე ლეოს მაგივრადაც "შეაწუხოს". გუნდის სათამაშო სტილი მეტად პრიმიტიული გახდა - "უბრალოდ მიეცით მესის ბურთი." ეს "ტაქტიკა" უმეტეს შემთხვევებში ამართლებს კიდეც.

ერნესტო ვალვერდე

მწვრთნელები აცნობიერებენ მესის ავტორიტეტს და შესაბამისად, იმასაც, რომ ამ კლუბში მათ მოკრძალებული როლი ექნებათ. გასულ წელს, როდესაც ერნესტო ვალვერდეს "სიტუატ ესპორტივაზე", მის ოფისში ვესტუმრე, ყველაზე თვალშისაცემი თეთრი, ცარიელი კედლები იყო, რომლებზეც მხოლოდ პირველი გუნდის განრიგი იყო გაკრული. ოთახს ადამიანის ხელი არ ეტყობოდა. ერნესტომ იცოდა, რომ ეს კლუბი არის სახლი, სადაც ხშირად, მოთამაშეები მთელ კარიერას ატარებენ, ხოლო მწვრთნელი უბრალო სტუმრის როლს ასრულებს.

ვალვერდე - პატარა კაცი, რომელიც ყურადღებას არ იქცევს. მან მითხრა: "ფეხბურთი დინამიური სპორტია, რომელშიც მწვრთნელს თამაშზე ძალიან მცირე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, კალათბურთთან შედარებით. მაგალითად, აქ მხოლოდ სამი ცვლილების განხორციელების უფლება გვაქვს, ჩვენი მოთხოვნით თამაში არასდროს ჩერდება (არ არსებობს ტაიმ-აუტები). ასე რომ, ეს სპორტი მოთამაშეებს ეკუთვნით. ფეხბურთელები 45 წუთი შეუსვენებლად თამაშობენ და მოედანზე გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. უნდა ვაღიარო, რომ კარგი ფეხბურთელები თამაშს ჩემზე კარგად აანალიზებენ." - ბოლო წინადადებაში ერნესტომ შესწორება მალევე შეიტანა: "სიტყვა "ანალიზის" მაგივრად, "მომენტების ინტერპრეტირებას" ვიტყოდი. როდესაც მოედანზე ხარ, ფიქრი არ შეგიძლია, უნდა ითამაშო."

"კარგი ფეხბურთელები"

"ბარსას" მწვრთნელი და კლუბის ანალიტიკური ჯგუფი ვერ ეუბნებიან კარგ ფეხბურთელებს, როგორ ითამაშონ. პირიქით, ისინი ამ მოთამაშეებზე დაკვირვებით იღრმავებენ ცოდნას. მაგალითად, სერხიო ბუსკეტსი - მან ზუსტად იცის, როგორ მიიზიდოს მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე მოთამაშე და შემდეგ თავისუფალ სივრცეში, როგორ მიაწოდოს თანაგუნდელს ბურთი. ამას ესპანელს ვერცერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის.

"ბარსელონას" დოკუმენტურ ფილმში (Matchday), ისეთ მომენტებში, სადაც გასახდელს გვიჩვენებენ, ნათლად ჩანს, რამდენად მცირეა მწვრთნელის როლი გუნდში. განსაკუთრებით გამოსარჩევია მომენტები მატჩის დაწყებამდე. პირველ რიგში, ვალვერდე ტაქტიკურ მონახაზებს მოკლედ მიმოიხილავს, შემდეგ კი საუბარს კლუბის ვეტერანები იწყებენ. მესი, როგორც ყოველთვის, სიტყვით გამოდის და თანაგუნდელებს მოუწოდებს, მოედანზე ცივი გონებით გავიდნენ. ისე, როგორც მაგალითად, "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ: "მშვიდად, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ. არ ვიჩქაროთ."

ფეხბურთელების მოტივირება იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ხალხი ფიქრობს. მოთამაშე, რომელსაც თავის თავის მოტივირება არ შეუძლია, ალბათ, ვერასდროს მოხვდება "ბარსელონაში". მატჩების დაწყების წინ, მწვრთნელი სამოტივაციო სიტყვით არ გამოდის. ამის მაგივრად, მოთამაშეები გუნდის თავკაცთან ერთად წრეს კრავენ და ყვირიან: "ერთი, ორი, სამი, "ბარსა!" - ესაა და ეს.

ავიღოთ კიდევ ერთი სცენა Matchday-დან - "ბარსელონა" - "რეალი", 5-1. მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გუნდის ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე Rakuten-ის ("ბარსელონას" სპონსორი, რომელმაც ზემოთხსენებული დოკუმენტური ფილმი გადაიღო) აღმასრულებელ დირექტორს, ჰიროში მიკიტანის უყვება, თუ როგორ ცდილობდა ის ვალვერდეს დარწმუნებას, რომ გუნდი ნიუ იორკში წვეულების გასამართად გაეშვა. "მისმინეთ, მისტერ ვალვერდე, ჩვენ წვეულებაზე მივდივართ." შემდეგ ესპანელმა ერნესტოს პასუხის იმიტაციაც სცადა: "რატომ? რატომ? რატომ? ამის მიზეზს ვერ ვხედავ." პიკემ თავისი პასუხი სიცილით გაიხსენა: "მაინც წავალთ." ეს სცენა ამ კლუბში არსებულ სიტუაციას კარგად ასახავს.

[media=https://twitter.com/100tier/status/1200629463257690119]

Matchday-ს პრემიერის შემდეგ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ერნესტოს ფილმის ამ ეპიზოდზე ჰკითხეს.

ვალვერდე: "როცა მამათქვენი წვეულებაზე წასვლას გიკრძალავდათ, მას არ ეწინააღმდეგებოდით?"

ჟურნალისტი: "არა."

ვალვერდე: "არა? ნუ იტყუებით."

ფილმში ვალვერდე ისე ჩანს, როგორც სკოლის მეგობრული მასწავლებელი, რომლისაც არავის ეშინია.

ცუდი შედეგების გამო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვალვერდესადმი პრეტენზიები მატულობდა. კლუბის უკმაყოფილებას ისიც იწვევდა, რომ ბასკი სპეციალისტი სარეზერვო გუნდის ნიჭიერ ფეხბურთელებს არ ენდობოდა. ამის გამოსწორება კიკე სეტიენს დაევალა და როგორც ვხედავთ, ახალმა მწვრთნელმა თავის პირველივე ვარჯიშზე იხმო რამდენიმე მოთამაშე "ბარსელონა ბ"-დან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სეტიენი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, კიკე მაინც ვერ გახდება ავტორიტეტი გასახდელში. არა იმიტომ, რომ ის სუსტია, არამედ იმიტომ, რომ "ბარსელონა" ასე მუშაობს. მანამ, სანამ კლუბი სავსე იქნება გამოცდილი და მსოფლიო კლასის მოთამაშეებით, ძლიერი მწვრთნელი მათ მხოლოდ ხელს შეუშლით.

სტატიის ორიგინალის ავტორი: Simon Kuper.
თარგმანი სპეციალურად Barcamania.ge-სთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #12 30 იანვარი 2020 12:53
    2
    მაგარი სიახლეააა👍👍👍👍.
    ფანი [?]
    #11 29 იანვარი 2020 11:15
    8
    სწორედ ამიტომ სანამ ერთ კაცის იმედზე იქნება მთელი გუნდი აწყობილი ვერაფერს ვერ მივაღწევთ სულ რომ მესი კი არა მესია იყოს.
    culee
    სტუმარი [?]
    #10 28 იანვარი 2020 23:21
    4
    ციტატა: Bobi
    ავტორს ყოჩაღ მშვენიერი სტატიაა
    ბარსელონას რაც შეეხება ზუსტადაა აღწერილი ის რეალობა,რაც კლუბში ხდება და ამიტომაც ვართ ამ დღეში, ფეხბურთელმა როგორ უნდა გაბედოს რო მწვრთნელის სიტყვა არაფრად ჩააგდოს ვინც არ უნდა იყოს გინდ მესი გინდ ალბა, პიკე ან ბუსკეცი. მწვრთნელის სიტყვას უდიდესი ფასი უნდა ქონდეს გასახდელში და ფეხბურთელები არ უნდა წყვეტდნენ ისეთ რაღაცეებს რაც არაა მათი გადასაწყვეტი

    არშეუძლია მესის ამდენი სირბილი და დაპრესინგებააა მეტოქის ამას პლიუს პასები გოლები და ა,შ ყველაფერს იგივერ გააკეთებს ამიტო გვიჭირს სწრაფი შეტეევები ბარსას კონტრაა საერთოდ არააქს და რაც გუნდს აკნინებს ძალიან იმიტო რო ჩვენი საჯარიმოდან სწრაფად მეტოქესთან რო ვერ გადაგაქვს ბურთი ძაან ტეხავს ))) ახლანდელ ბარსას თამაშს რო ვუყურებ მგონია ხელბურთს თამაშობენ მეთქი და დამდგარი ფეხბურთი გაუთავებელი უაზრო პასები აიი ეზოში რო პატარებს დაითრევენ ზროსლები და ეთამაშებიან ისინი ვერ ართმევენ ბურთს იმიტორო დიდები არიან და ეშიანიათ აგენი კიდე ვერ ურტყამენ კარში რადგან დარტყმა არიციიან :დდდ
    Culé [?]
    #9 28 იანვარი 2020 22:42
    6
    სწორედ ამიტომ არ უნდა მოვიდეს ჩავი, სანამ გუნდში მესი-პიკე-ბუსკეტსი იქნებიან.
    Culé [?]
    #8 28 იანვარი 2020 22:30
    8
    ავტორს ყოჩაღ მშვენიერი სტატიაა
    ბარსელონას რაც შეეხება ზუსტადაა აღწერილი ის რეალობა,რაც კლუბში ხდება და ამიტომაც ვართ ამ დღეში, ფეხბურთელმა როგორ უნდა გაბედოს რო მწვრთნელის სიტყვა არაფრად ჩააგდოს ვინც არ უნდა იყოს გინდ მესი გინდ ალბა, პიკე ან ბუსკეცი. მწვრთნელის სიტყვას უდიდესი ფასი უნდა ქონდეს გასახდელში და ფეხბურთელები არ უნდა წყვეტდნენ ისეთ რაღაცეებს რაც არაა მათი გადასაწყვეტი
    Culé [?]
    #7 28 იანვარი 2020 22:09
    6
    ავტორ ყოჩაღ
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 28 იანვარი 2020 21:56
    3
    და გუნდმა ყველაზე დიდი ისტორია მაშინ დაწერა როცა ბოლოს და ბოლოს აღირსეს მკაცრი ტრენერი.

    ადრე ტრენერს დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ნუ ნაკლებად. თანამედროვე ფეხბურთში კიდე ერთი-ერთი უდიდესი კოზირია. მაგარი ტრენერი..

    რაც შეეხება მოტივაციას, მესი რაცააა ბარსასთვის ყველამ ვიცით,’მაგრამ არააა ეს ადამიანი არც ქარიზმატული და არც მოტივატორი. ტიპიური ასოციალური, ინტროვერტი როჟააა რომელიც ნიჭითააა გაძეძგილი. და იმდენად არ აქვს ქარიზმა მაინც ისე აკეთებს რო ვიღაც ძააან ქარიზმატული როჟები, ვგულისხმობ რონალდუს და ნეიმარს. ყოველთვის მესიზე დიდ ყურადღების ეპიცენტრშია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 28 იანვარი 2020 21:28
    4
    მერე ბარსას გარდა ვიᲫახი არმინდა რო მოიგოს სანამ არ დქბრუნდება რო.მიხვდეს სისულელე გაკეᲗქა წსვლიᲗ. მაგან ისე მიიᲦო ახალი გამოწვევები როგორც ნეიმარმა. 8 წელია რაც წავიდა და რა ქნა ევრო სარბიელზე? როცა ბარსაᲨი ქვას ქვაზე არ ტოვებდა. სხვაგან წასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო კარიეურულად ასე Ჩანს და დალᲨე კიდე გამოᲩნდება ამ სეზონᲨიც სანამ აქ არ დაბრუნდება.
    გულშემატკივარი [?]
    #4 28 იანვარი 2020 21:16
    3
    გვარდიოლას წასვლა, ᲫირიᲗადი ფეხბურᲗელების გადაბერება და ახალი სისხლიᲗ ვერ Ჩანაცვლება. უაზროდ დანიᲨნული მწვრᲗნელები რომლებმაც Ძალიან დიდი დრო წაიᲦეს და წაარᲗვეს ბარსას. გვარდიოლა რატო გაიქცა მაგას ვერ ვხდები. Თუ Თავისი სურვილიᲗ წავიდა მაგარი სიკო ყოფილა. მიᲗუმეტეს ბავარიაᲨი ტიკი ტაკას საᲗამაᲨოდ რომ წახვალ არც იმ გუმდს ცემ პატივს არც მის გულᲨემატკივრებს და არც Შენ Თავს. ემერე ინგლიᲨი წავიდა ხარჯა მილიარდები რა მოიგო არაა მისი გუნდები და იმიტო ეგ გუნდები არ ატარებენ ბარსას ნაირ იატორიას და ფილოსოფიას. იმედი მაქ ვერც ვერსად მოიგებს ვერაფერს ბარსას გარდა. მოვიდა კლოპი მოხოდა გუნდი და კიდეც Ჩაუდო. ლიგაზეც რეალკ გადააყლაპებს გემრიელს ყოველ წელს რო ფავოროტოა სიტი ვიᲗომ.
    Culé [?]
    #3 28 იანვარი 2020 21:15
    12
    "ბარსელონა” - კლუბი, სადაც ფეხბურთელები მეფობენ"
    ზუსტად მაგიტო ვართ ღრმად ფუღუშოპში..დიდებულად მოერგო რაიკარდი ბარსელონას, მარა როცა მისი ავტორიტეტი ფეხბურთელისას გაუტოლდა, მონასტერი ზუსტად მაშინ აირია, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დაიწყო გვარდიოლამ გუნდის მთავარი ფასეულის წმენდა, თორე არცერთი ჭკუათმყოფილი, ახალბედა თუ ზე გამოცდილი მწვრთნელი გაიფიქრებდა მარსკესი, დეკუ, რონალდინიო, ტურე და ეტოოს შეცვლას ბოიან კრკიჩებით და მანჩესტერი ბარსელონას ბ გუნდის რეზერვისტებით :)) ასე იწვალა რეალმაც ტრიუმფიდან მთელი 10 წლეული, მაშინ როცა პერესს ზარზემით ნაგები გალაქტიკო მხოლოდ კარტების გარეყდის სარეკლამოდ უვარგოდა, ვერაფერი გააწყო სანამ ძირეულად ყველაფერი არ შეცვალა და გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს, ამ პროცესიას გავდივართ ახლა ჩვენც. აქ არც მხოლოდ ბართომეუა ცალსახად დამნაშავე, არც მწვრთნელი და არც რომელიმე კონკრერუტული ფეხბურთელი.. აქ დამნაშავე მხოლოდ დროა. ის დრო რომლის დადგომის ყველას ეშინია :))
    Culé [?]
    #2 28 იანვარი 2020 21:09
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ლუის ენრიკე რომელი დიდი ტრენერი მყავდა მარა გამონახა ვარსკვლავებთან საერთო ენა და კიც მოიგო ტრიპლეტი არაა საჭირო ჟოსტკი მოქცევები მთავარია საერთო ენა გამოძებნო მესისთან პიკესთან ალბასთან ბუსკეცთან სუარესთან და ყველაფერი თავისით მოვა ისევ უნდა მოაწყურო ტიტულები ამას სიმკაცრით ვერ მოიპოვებ მხოლოდ და მხოლოდ საერთო ენით

    ერთადერთი ვისაც მწვრთნელი ვალდებულია რომ შეეწყოს,არის მესი.იმიტომ,რომ გენიაა ეს კაცი.დანარჩენებმა კეთილი უნდა ინებონ და იქით უსმინონ მწვრთნელს.პიკე თორე ეხლა ეგეც მალდინი მყავდეს რო მითითებები ვერ მიცე:)) ან ალბა კიდე..ბუსკეცმა კი იცის თავის საქმე უმაღლეს დონეზე მარა მწვრთნელი მწვრთნელია და უნდა უსმინო არაა ვალდებული რო გელოლიავოს.სიმართლე ისაა რო ტრაკის განძრევა ეზარებათ და არ უნდათ მკაცრი მწვრთნელი.პიკე ალბა და სუარესი აწი სკამზე არიან გადასაჯდომი საერთო ენა კიარა :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 იანვარი 2020 20:56
    3
    ლუის ენრიკე რომელი დიდი ტრენერი მყავდა მარა გამონახა ვარსკვლავებთან საერთო ენა და კიც მოიგო ტრიპლეტი არაა საჭირო ჟოსტკი მოქცევები მთავარია საერთო ენა გამოძებნო მესისთან პიკესთან ალბასთან ბუსკეცთან სუარესთან და ყველაფერი თავისით მოვა ისევ უნდა მოაწყურო ტიტულები ამას სიმკაცრით ვერ მოიპოვებ მხოლოდ და მხოლოდ საერთო ენით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued