ფრენკი დე იონგი: ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა

  • 23-01-2020, 23:15
  • ფრენკი დე იონგი: ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა

    ფრენკი დე იონგის ამსტერდამის "აიაქსიდან" "ბარსელონაში" გადმოსვლიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა (ჰოლანდიელი გუნდს რამდენიმე თვის შემდეგ შეუერთდა). ახალგაზრდა ნახევარმცველმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ უკვე იქცა, Nike-ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე კატალონიური გუნდის გამოწვევების შესახებ ისაუბრა. 

    "აიაქსი" და "ბარსელონა" წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ახლოს იყვნენ. მაშინ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ძალიან გვინდა, წელს იგივე არ მოხდეს. 

    ვეცდები, ამის თქმის დროს სიფრთხილე გამოვიჩინო, მაგრამ მგონი ყველასთვის ნათელია, რომ ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს. ლა ლიგა და კოპაც გვინდა, მაგრამ ერთის არჩევას რომ მთხოვდნენ, უპირატესობას ჩემპიონთა ლიგას მივანიჭებდი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა". - თქვა დე იონგმა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    24 იანვარი 2020 18:13

    ოო ლიგის მოგება წელს მაგრა გაგვიჭირდება, ძალიან რთულია ვალვერდეს აბდაუბდა ტაქტიკიდან უცბად რადიკალურად განსხვავებულ ტაქტიკაზე გადაერთო, ამას გარდა გუნდი ფიზიკურად ნოლია, ესეთი ფიზ მომზადებით ვერ გავალთ შორს, მარა იმედია კიკე ჩასვავს ფორმაში და ბოლო ბოლო გუნდი მესი-სუარესის ინდივიდუალურ ოსტატობაზე არ იქნება ორიენტირებული, ნუ სუარესის ტრამვა კიდე ცალკე თემაა, მკვდარზე ვენოკი იყო. ძალიან დააკლდება გუნდს მიუხედავად იმისა ძველებურად მრისხანე ვეღარ იყო

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 იანვარი 2020 04:05

    მოიგებთ კიდევაც ფრენკი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Z.TS გულშემატკივარი [?]

    24 იანვარი 2020 00:01

    ამ ბიჭში ყველაზე მეტად ის მომწონს რო ბარსაზე ეკეტება

    10
    გასულია
    gurgenadze86 წევრი [?]

    23 იანვარი 2020 23:39

    მოოგეთ მერე მაგრამ სულ ვალვერდე ხდებით გასვლაზე

    6
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    23 იანვარი 2020 23:29

    ლიგა მაგარია,მაგრამ ლალიგაც უნდა მიაყოლოთ,გვაქვს მაგის რესურსი.

    13
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    23 იანვარი 2020 23:18

    მყველქს გვინდა ლიგა მარა ასეთი სუსტი ბარსა არაა ამ ტურნირის მომგები

    6
    პარტნიორები
    Flashscore.ge