ინგლისელმა ტალანტმა "ბარსელონას" იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

  • 23-01-2020, 23:02
  • ინგლისელმა ტალანტმა "ბარსელონას" იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

    ლუი ბარი, რომლის დამატებისთვის "ბარსელონას" საკმაოდ სერიოზული სატრანსფერო და ლეგალური ბრძოლის გადატანა მოუხდა, "ლა მასიაში" გადმოსვლიდან დაახლოებით 6 თვეში კატალონიიდან წავიდა. 

    ინგლისელი ცენტრალური თავდამსხმელი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ასტონ ვილაში" გადავიდა, რომელიც, ბრიტანული კლუბის აკადემიის მენეჯერის თქმით, მისი ოჯახის საყვარელი გუნდია. 

    ბარიმ "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში სულ 7 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე. როგორც გახსოვთ, "ბარსელონამ" ამ ტურნირზე "ინტერთან", "დორტმუნდსა" და "სლავიასთან" 6-დან 5 მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    24 იანვარი 2020 10:45

    ციტატა: Barcelona2003
    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს

    გარი ლინეკერი 1886-1889 😂

    საუკუნის წინ?

    0
    გასულია
    Barcelona2003 გულშემატკივარი [?]

    24 იანვარი 2020 09:10

    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს

    გარი ლინეკერი 1886-1889 😂

    1
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    24 იანვარი 2020 00:39

    მიხედავ თუ არა ეგრევე ტყობა რო ჩაიკუკავდა

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 იანვარი 2020 00:33

    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge