სესკ ფაბრეგასი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნებას არ გამორიცხავს

სესკ ფაბრეგასი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად "მონაკოში" მოთამაშე სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ მომავალში კატალონიურ კლუბში მწვრთნელად დაბრუნებას არ გამორიცხავს.

RAC1-თან ინტერვიუში, 32 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: "კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობას ვაპირებ, მაგრამ თამაშისთვის დრო ჯერ კიდევ მაქვს."

კითხვაზე, დაიწყებდა თუ არა მწვრთნელად მუშაობას "ლა მასიაში", ფაბრეგასმა უპასუხა: "რატომაც არა? ეს ჩემი სახლია და ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც მწვრთნელს სურს."

სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2003 წელს, 16 წლის ასაკში, ის "არსენალში" გადავიდა, საიდანაც "ბლაუგრანაში" 2011 წელს დაბრუნდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, ფაბრეგასმა 151 თამაში ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 იანვარი 2020 17:00
    0
    ციტატა: Sergio5
    ყველას მწვრთნელობა უნდა ვინც კარიერას ამთავრებს

    შემოსავალი, ფული.
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 იანვარი 2020 13:16
    2
    რასერჩით ფაბრეგასს ძაან კლასნი იყო ბარსაში
    gocha
    სტუმარი [?]
    #5 22 იანვარი 2020 12:33
    1
    რა ფაბრეგასი ხავი მოვიდეს.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 22 იანვარი 2020 11:00
    1
    მეოცნებე ცესკი joy ამისგან მწვრთვნელი არ გამოვა.
    Culé [?]
    #3 22 იანვარი 2020 10:11
    0
    იყის არ შეწუხდე სესკ, ძაან არმინდა მსგავსი რამე რო მოხდეს...))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 იანვარი 2020 09:58
    2
    ფეხბურთელობის დროს ხო აგვაყვავა ახლა ტრენერის რანგში უნდა აგვაყვავოს მდაააა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 22 იანვარი 2020 09:25
    5
    ყველას მწვრთნელობა უნდა ვინც კარიერას ამთავრებს