Sport: "ბარსელონა" ტიმო ვერნერის შეძენაზე სერიოზულად დაფიქრდა

Sport: "ბარსელონა" ტიმო ვერნერის შეძენაზე სერიოზულად დაფიქრდა

"ბარსელონა" ახალგაზრდა გერმანელი თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენით სერიოზულად დაინტერესდა. Sport-ის ცნობით, კატალონიელები შეეცდებიან 23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვეში გაიფორმონ.

ლუის სუარესის ტრავმის შემდეგ, "ბარსელონა" იძულებული გახდა ურუგვაელის შემცვლელი უკვე იანვარში მოეძებნა. დასახელდა არაერთი კანდიდატი. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფავორიტი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, მაგრამ მე-2 კატალონიური გამოცემა სხვა ინფორმაციას ავრცელებს.

Sport-ის მტკიცებით, "ბარსელონაში" შიშობენ, რომ კევინ-პრინს ბოატენგის შემთხვევა განმეორდება, რის გამოც, მათ სურთ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატონ, რომელიც გუნდს მომავალშიც დაეხმარება.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ ტიმო ვერნერი "ბლაუგრანას" სტილს კარგად მოერგება. გოლის გატანა რომ იცის, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. "ლაიპციგის" მაისურით ჩატარებულ 140 თამაშში ვერნერმა 86 გოლი გაიტანა. მისთვის განსაკუთრებით შედეგიანია მიმდინარე სეზონი - 26 თამაშში 25 გოლი.

ერთ-ერთ ფაქტორი, რომელიც ტიმო ვერნერზე დადებითად მოქმედებს, მისი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, უკვე მე-7 სეზონია ბუნდესლიგაში სტაბილურად თამაშობს. სულ, "შტუტგარტისა" და "ლაიპციგის" მაისურით, 243 შეხვედრაში მას 100 გოლი დაუგროვდა. ვერნერისთვის უცხო არც სანაკრებო თამაშებია - 29 შეხვედრა და 11 გოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერნერის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ "ბარსელონას" იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს ხელში 30 მილიონად ჩაიგდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #23 22 იანვარი 2020 16:38
    0
    ამას როგორც წავიკითხე ლივერპული და კლოპი ევასება.
    ფანი [?]
    #22 21 იანვარი 2020 21:47
    0
    ციტატა: Ronaldinho.
    ძაან მაგარი ბიჭია როდის ვამბობდი ამ ფეხბურთელზე ძალიან მაგარია დიდი მომავლით.
    ვერნერი ხო მარა ეს ჰაალანდი რა ბიჭია ბიჭო ეგეთი გოლის ალღო მე პიპო ინძაგის მერე არ მინახავს მართლა სასწაულია!! აუ როგორ ვერ ვიყიდეთ უკვე დროტმუნდისაა და სავარაუდოდ მერე ან ბაიერნი ან რამე ბარსაში მაგას არავინ გამოუშვვებს მარა კაროჩე რაა ზალცბურგში რო იყო მაგ დროს რატო არ იჩალიჩეს!
    მომავალი ოქროს ბუცის ბურთის და გოლების მანქანის ავტორი დაიმახსოვრეთ ეგ ბიჭი

    ბავარია გამორიცხე, მოკვდებიან და ბაიერნში აღარავის გაუშვებენ!

    ისე ჩემი აზრით არც აქამდე არ უნდა გაეშვათ არავინ ბაიერნში.
    გულშემატკივარი [?]
    #21 21 იანვარი 2020 21:23
    3
    აბა რაა ვერნერი უეჭველი 🙌🙏
    Culé [?]
    #20 21 იანვარი 2020 21:17
    0
    არ გამოვა ეგ ამბავი ზამთარში.პირველ ადგილზეა ლაიპციგი, არ გაუშვებენ ლიდერს და არც თვითონ წამოვა.შეუძლია რომ ისტორიული შედეგი დააფიქსიროს, ისე რომ მთავარი ფიგურა იყოს.ზოგადად ძაან მაგარი ბიჭია და ზაფხულში უეჭველი უნდა იჩალიჩონ,მარა იანვარში ძაან მცირეა მაგის შანსი.
    გულშემატკივარი [?]
    #19 21 იანვარი 2020 20:50
    1
    ციტატა: Msn91011
    ნაჩუქარი იქნება ეს ტრანსფერი თუ გამოვიდა ნებისმიერ შემთხვევაში. ცოტა სასარგებლოდ იმოქმედონ რო ტრანსფერმა არ გვაზარალოს. ეხლა რო 30ზე ვაჭრობემ დემბელეში რამ გადაახდევინათ მაგხელა ფული? კოუტინიოზე კიდევ რაღაც ახსნას მოუძებნი იმიტორო იმ სეზონში რაღაც არანორმალურ ფორმაში იყო და პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რო არ გაამართლებდა

    მგონია კიკესთან გაამართლებს კოუტინიო.
    Culé [?]
    #18 21 იანვარი 2020 20:35
    14
    აუ ლაუტაროსაც მირჩევნია და ბარე ორს კიდე, იმენნა ვინც გვჭირდება ეგაა მართლა. ძალიან მაგრად აკეთებს სისწრაფეში რაღაცეებს. არც უნდა დაფიქრდნენ. 60 ამისთვის ნაჩუქრია. იდეალურად ჩაანაცვლებს სუარეს გრძელვადიანში

    შეიძლება ახლავე იყიდონო. იანვარშივეო
    ფანი [?]
    #17 21 იანვარი 2020 19:49
    4
    მაგარი ბიჭია.თან გერმანელია ცივსისხლიანი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #16 21 იანვარი 2020 19:46
    0
    ციტატა: davidus2020
    მე ვწერდი ვერნერზე,გოლის ალღო აქვს ,რაღაცაში ლევანდოვსკის გავს,მაგრამ ფიზიკურად უფრო ძლიერია,არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი 60მილიომათაც,მაგ დონის ფეხბურთელები 100ნაკლები არ ღირს თან ახალგაზრდა.

    მეც სულ ვწერდი ვერნერზე

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    სლემბელეში გადაყარეს 140 მლ სულ ტყუილად, ვერნერში 60 ენანებათ, თუ უფრო ნაკლებად დაითრევენ მაგას რა ჯობს მაგრამ უარი რომ თქვან ფულის გამო მაგათ დდშ

    ზაფხულში 30 ეღირება
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გულშემატკივარი [?]
    #15 21 იანვარი 2020 19:02
    4
    ნაჩუქარი იქნება ეს ტრანსფერი თუ გამოვიდა ნებისმიერ შემთხვევაში. ცოტა სასარგებლოდ იმოქმედონ რო ტრანსფერმა არ გვაზარალოს. ეხლა რო 30ზე ვაჭრობემ დემბელეში რამ გადაახდევინათ მაგხელა ფული? კოუტინიოზე კიდევ რაღაც ახსნას მოუძებნი იმიტორო იმ სეზონში რაღაც არანორმალურ ფორმაში იყო და პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რო არ გაამართლებდა
    გულშემატკივარი [?]
    #14 21 იანვარი 2020 18:56
    3
    Dzalian kargi transferi iqneba me mivesalmebi🙏❤️
    ფანი [?]
    #13 21 იანვარი 2020 18:41
    8
    მე ვწერდი ვერნერზე,გოლის ალღო აქვს ,რაღაცაში ლევანდოვსკის გავს,მაგრამ ფიზიკურად უფრო ძლიერია,არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი 60მილიომათაც,მაგ დონის ფეხბურთელები 100ნაკლები არ ღირს თან ახალგაზრდა.
    ფანი [?]
    #12 21 იანვარი 2020 18:32
    4
    ვა მაგარია თუ ასე იაფად შეიძლება ამის დათრევა უნდა დაითრიონ უეჭველი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 21 იანვარი 2020 18:25
    6
    ოოო ეზ უკვე სერიოზული თემაა იმედია დავითრევთ ძაან მაგარი იგროკია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 21 იანვარი 2020 18:22
    3
    60 მილიონი ასეთი დონის ფეხბურთელისთვის ძალიან იაფია.

    ლაუტაროს ჯიშისაა და ლაუტარო უკვე 100 მილიონი ღირს.
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    წევრი [?]
    #9 21 იანვარი 2020 18:03
    1
    ტუ არ ,მოგვასწრო ვინმემ
    ფანი [?]
    #8 21 იანვარი 2020 17:55
    1
    ებიჭო მოიყანეთ ეგი სანამ ბაიერნმა არ დაიადა, მოძრავი და მოქნილი ფეხბურთელია, 60მილიონი კიდე არაფერიარაა, ახალგაზრდა ნიჭიერი ფორვარდების დეფიციტია და არშეეიძლება ასეთი კაცის ხელიდანგაშვება
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    ფანი [?]
    #7 21 იანვარი 2020 17:55
    3
    სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება მიკვირს რანაირად არ იბრძვის ბარსა მართლა გოლების მანქანააა 30 მილიონად თუ იყიდეს ნაჩუქარია ამან რაც არ უნდა ცუდი სეზონი ჩაატაროს მაღალი კლასის იგროკია 30 მილიონად სულ გაყიდის გუნდი მე მგონია ეს ლაუტარო მარტინესსაც ჯობს 120 მილიონზე ნაკლებად არავინ გაყიდის მაგას და ღირს კი ? მაგას ჯობია ეს ბიჭი დავითრიოთ ძაან კლასნია
    ფანი [?]
    #6 21 იანვარი 2020 17:54
    2
    ციტატა: Messi_Goat 10❤
    ეს მოიყვანონ გავარტყი ლაუტაროს გოლების დიდი მაჩვენებელი ამას უფრო აქ თან

    Marto argentinis gulshematkivrebs tu gauxardebat lautaros mosvla barcashi
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 იანვარი 2020 17:52
    5
    ეს მოიყვანონ გავარტყი ლაუტაროს გოლების დიდი მაჩვენებელი ამას უფრო აქ თან
    --------------------
    Cule🤙🤙🤙🤙🤙
    Visca barca visca catalonya💙❤💙❤
    Culé [?]
    #4 21 იანვარი 2020 17:47
    4
    ციტატა: NEYBarca
    ე ბიჭო , 60 მილ რაარი კაპიკებია ამისთვის smile

    ბავარია 60 თეთრსაც არ გადაიხდის ისე მიისაკუთრებს joy .
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂