ლუის სუარესის შეცვლის 4 კანდიდატი

  • 21-01-2020, 12:08
  • ლუის სუარესის შეცვლის 4 კანდიდატი

    "ბარსელონა" ლუის სუარესის დროებითი შემცვლელის ძებნას განაგრძობს. აქამდე დასახელებულ კანდიდატებს (პედრო როდრიგესი, კშიშტოფ პიონტეკი, დანი ოლმო) კიდევ 4 დაემატა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის, ოლივიე ჟირუს, როდრიგოსა და ფერნანდო ლიორენტეს ვარიანტებს განიხილავს. პირველი მათგანი კი ფავორიტია.

    30 წლის ობამეიანმგა, "არსენალის" შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში, 26 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბთან კონტრაქტი მას 2021 წლამდე აკავშირებს.

    33 წლის ოლივიე ჟირუმ, "ჩელსის" მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა. კლუბთან კონტრაქტი მას მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

    "ვალენსიას" შემტევი როდრიგო 28 წლისაა და მის ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მან 4 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა.

    34 წლის ფერნანდო ლიორენტე ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" მომდევნო მეტოქის, "ნაპოლის" რიგებში თამაშობს. მიმდინარე სეზონში, 23 თამაშში, მან თავი 4 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ესპანელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    21 იანვარი 2020 20:27

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რაის ჟირუ, რაის როდრიგო, რაის ლორენტე, ობამეიანგი კიდე ჯანდაბას
    კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვერნერი იდეალური ვარიანტია

    ვერნერი ამ ოთხეულში არ იყო თორემ დღეს დღეობით ალბათ საუკეთესო ვარიანტია გოლების მანქანაა და ჩვენ სტილშიც ჯდება გუნდთან შეგუებაც არ უნდა გაუჭირდეს შტეგოს ფაქტორიც არსებობს

    1
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    21 იანვარი 2020 19:52

    რაის ჟირუ, რაის როდრიგო, რაის ლორენტე, ობამეიანგი კიდე ჯანდაბას
    კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ვერნერი იდეალური ვარიანტია

    1
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    გასულია
    Bakero Culé [?]

    21 იანვარი 2020 19:23

    ჩამონათვალიდან რომელი ჯდება ბარსას საფეხბურთო ფილოსოფიაში ? პასუხი : არცერთი ! სუას შემცვლელიო კაცოუ სუას შემცვლელიო joy joy joy joy ეგრე ადვილი რომ იყოს აგერ ბატონო გრიზმანი ! (ტრაკში გამოისვავს მაგ ჩამონათვალიდან ყველას) ხოშიანი ფეხბურთელია ხოშიანი კლასიც აქვს ყველაფერი აქვს ! ყურადღება შეკითხვა გრიზმანი ის ფეხბურთელია რომელიც ბარსას ცენტრფორვარდად გამოადგება ???? პასუხი : გრიზმანი არ არის ცენტრფორვარდი ! (არც ვინგერი!)

    4
    გასულია
    gocha წევრი [?]

    21 იანვარი 2020 18:16

    ვერნერი,კავანი ან ლოტარო მარტინესი,ესენი ყველას კანდიტატებს ჯობია

    4
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    21 იანვარი 2020 17:01

    ციტატა: Mes cue un club 1899
    ციტატა: more king dembele
    3-3-3-1 სქემა თუ არსებობს იდეალური იქმებოდა ბარსასთვის 😂😂
    დაცვაში პიკე უმტიტი ალბა
    მარჯვნივ ფლანგზე ამოწეული სემედო საყრდენად ბუსკეტსი მარჯვნიდან არტური დააპრესინგებს მარჯვენა ვინგერი დებბელე მარცნიდან დე იონგი შეტევებს გაშლის და შეტევის დრის ცენტრისკენ შემოიწევს ფლეიმეიკერად გრიზმანი და მესი ცხრიანზე 😂😂😂😂აი ეს წყობა შეჭამს ყველაფერს და ყველას

    კი შეჭამს მარა ყველა თამაში 4-3 4-4 4-5 მორჩება უამრავი გოლი გავა

    მე რასაც ვუყურებ ბარსა ბეს მოთამაშეებს შემტევებს უნდა წაიყვანოს ერთ ერთი მაინც მაგალითად ალეხანდრო მარკესი ძაან კაი ბიჭია

    3-3-3-1 კიარა ამ ბარსას კარგად დალაგებულ დაწყობილი 4-2-3-1 უნდა სადაც ცენტრფორვარდის მოსვლამდე/დაბრუნებამდე გუნდი ასე ითამაშებს:
    4 მცველია ჩვეულებრივ 2 საყრდენი სადაც ერთი ბუსი იქნება მეორე დეიონგი და სუკეცს ვიდალი/არტური შეცვლიან
    3 შემტევი "ნახევარმცველი" მარცხნიდან დემბელე ფლანგისკენ დარჩება რომ დაცვა გაიწელოს მესი ცენტრში შეწეული მარჯვენა ნახევარმცველი/ვინგერი იქნება ცენტრში შემტევ ნახ მცველად არტური(ბუსის გასვლისას მის ნაცვლად რიკის შემოსვლა და არტურის უკან დახევა შეიძლება ან პირდაპირ პუჩი არტურს შეცვლის ვიდალი ბუსკეცს) და გამოკვეთილ ფორვარდად გრიზი იქნება.
    ცენტრფორვარის მოსვლის შემდეგ კიდე გრიზი დადგება მარჯვნიდან(აქვს თამაშის გამოცდილება) მესი შუაში და ცენტრფორვარდი იქნება წინ ხოლო თუ დემბელე არ ათამაშდა და არ მოუმატა მაშინ ისევ 4-3-3ზე გადაეწყობა გუნდი.
    ჩემი აზრით იდეალურია

    0
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    21 იანვარი 2020 16:27

    ციტატა: more king dembele
    3-3-3-1 სქემა თუ არსებობს იდეალური იქმებოდა ბარსასთვის 😂😂
    დაცვაში პიკე უმტიტი ალბა
    მარჯვნივ ფლანგზე ამოწეული სემედო საყრდენად ბუსკეტსი მარჯვნიდან არტური დააპრესინგებს მარჯვენა ვინგერი დებბელე მარცნიდან დე იონგი შეტევებს გაშლის და შეტევის დრის ცენტრისკენ შემოიწევს ფლეიმეიკერად გრიზმანი და მესი ცხრიანზე 😂😂😂😂აი ეს წყობა შეჭამს ყველაფერს და ყველას

    კი შეჭამს მარა ყველა თამაში 4-3 4-4 4-5 მორჩება უამრავი გოლი გავა

    მე რასაც ვუყურებ ბარსა ბეს მოთამაშეებს შემტევებს უნდა წაიყვანოს ერთ ერთი მაინც მაგალითად ალეხანდრო მარკესი ძაან კაი ბიჭია

    1
    გასულია
    Pirat❤️💙 წევრი [?]

    21 იანვარი 2020 16:03

    ვერნერი დაითრიონ❤️❤️❤️

    0
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    21 იანვარი 2020 15:20

    ობამეიანგი კიდე შეიძლება,დანარჩენები არ გამოგვადგება მაგათ მოყვანას ისევ სხვებს მიეცეთ შანსი ჯობია

    8
    გასულია
    Philippe Coutinho 7 გულშემატკივარი [?]

    21 იანვარი 2020 15:03

    Aubameyangi kargi iqneba tu iyides, chirdeba gunds swrafi forwardi.

    1
    --------------------
    NJR ❤
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    21 იანვარი 2020 14:07

    მაგ ჩამოთვლილებიდან ობამეიანგია ყველაზე კარგი ვარიანტი

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gvadi1 Culé [?]

    21 იანვარი 2020 13:52

    exla ar ari sachiro. da mere erling holandma tu ase gaargdzela meore suarisia

    golis algo aq. grandebtan tamashis ar eshinia

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    21 იანვარი 2020 13:41

    არავინ გვჭირდება, არც ჩამოთვლილთაგან და არც ვინმე სხვა. გვყავს(გვაქვს) გუნდში საკმარისი რესურსი და თან ახალგაზრდებსაც უფრო მეტი შანსი უნდა მისცეს.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    21 იანვარი 2020 12:35

    ჩემი აზრით ესენი ბოატენგივით, არაფრის მომცემი ტრანსფერი იქნება,აგებს ყველას პედრო ჯობია,ან საერთოდ არა საჭირო,ამდენი ახალგაზრდები გვყავს მეტი ნდობა,მერე დემბელე დაემატება, ზაფხულში ვიფიქროთ ვინ აჯობებს და ის მოვიყვანოთ.

    7
    გასულია
    Magicman წევრი [?]

    21 იანვარი 2020 12:34

    ციტატა: სწორედ ის კორბენი
    ყველაზე იაფ და ნაღდ ვარიანტს გირჩევთ - იაგო ასპასი აიყვანეთ. ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო შემტევია პრიმერაში და მგონი იმსახურებს რომელიმე ესპანურ გრანდში ბურთის გაგორებას. თან ერთი ნიუანსიც - თუ იაგო ბარსას მაისურით ითამაშებს, ზნაჩიტ ბარსას კარშიც ვერ გაიტანს )) რასაც არცთუ იშვიათად აკეთებს ხოლმე ))) kissing_closed_eyes

    იაგოს ასაკი უტეხავს sweat_smile

    2
    გასულია
    სწორედ ის კორბენი ახალბედა [?]

    21 იანვარი 2020 12:32

    ყველაზე იაფ და ნაღდ ვარიანტს გირჩევთ - იაგო ასპასი აიყვანეთ. ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო შემტევია პრიმერაში და მგონი იმსახურებს რომელიმე ესპანურ გრანდში ბურთის გაგორებას. თან ერთი ნიუანსიც - თუ იაგო ბარსას მაისურით ითამაშებს, ზნაჩიტ ბარსას კარშიც ვერ გაიტანს )) რასაც არცთუ იშვიათად აკეთებს ხოლმე ))) kissing_closed_eyes

    4
    გასულია
    Magicman წევრი [?]

    21 იანვარი 2020 12:31

    რა ჟირუ და ლორენტე. ჩამიწოდე ფორვარდები არაფერში გვჭირდება. პიონტეკი და როდრიგო არაა ბარსას დონე. ობამეიანგი საუკეთესო ვარიანტია თუ ვინმეს დაიმატებენ. ისე პედროც არ იქნება ცუდი არენდით

    3
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    21 იანვარი 2020 12:28

    ობამეიანგი მოიყვანონ

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge