გიჟური დღეები "ბარსელონაში" - ის, რაც პრესაში არ იწერებოდა

  • 18-01-2020, 13:00
  • გიჟური დღეები "ბარსელონაში" - ის, რაც პრესაში არ იწერებოდა

    ორშაბათ დილას, ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. იმავე ღამით, მისი და კატალონიური გრანდის გზები საბოლოოდ გაიყარა. ოფიციალურად ბასკი ჯერ კიდევ "ბარსას" დამრიგებელი იყო, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ერნესტოს აცნობა, რომ მისი დრო ამოიწურა.

    ამავე დროს, ქალაქის მეორე მხარეს, ვალვერდეს მომავალი შემცვლელი, კიკე სეტიენი მაგიდაზე ჭიქებს აქეთ-იქით გადააადგილებდა. ჭიქები ფეხბურთელების როლს თამაშობდნენ. "ბევრს ვიხალისებთ" - ეს ფრაზა მან მრავალჯერ გაიმეორა. 61 წლის სპეციალისტი "ბლაუგრანას" გაწვრთნის შესაძლებლობით იმდენად აღელვებული იყო, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლებს თავის იდეებს შუაღამამდე აცნობდა. ისინი კიკეს ეხუმრნენ კიდეც, რომ ჯობდა სახლში წასულიყო და გამოეძინა.

    იოჰან კრუიფის სათამაშო სტილის მიმდევარი კიკე "ბარსას" წარმომადგენლებს მის გეგმას აცნობდა - გეგმას, რომელიც კატალონიურ კლუბს აღზევებაში დაეხმარებოდა. დიახ, "ბარსელონა" ლა ლიგის სათავეშია, მაგრამ გუნდი ზედმეტად მესიზე დამოკიდებული გახდა. მოთამაშეებმა საგრძნობლად მოუკლეს. ჯერჯერობით, ვერცერთი ძვირადღირებული ფეხბურთელი ვერ ამართლებს მოლოდინს - ფილიპე კოუტინიო, რომელიც ახლა იჯარით "ბაიერნში" თამაშობს, უსმან დემბელე, რომელიც მუდმივად ლაზარეთშია და ანტუან გრიზმანი, რომელიც მისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობს. ახალი მწვრთნელი დიდი გამოწვევების წინაშეა.

    "როცა კლუბს ვიბარებ, მხოლოდ ერთი რამის გარანტიას ვიძლევი - ჩემი გუნდი კარგად ითამაშებს." - განაცხადა კიკემ თავის პრეზენტაციაზე.

    შუაღამეს, როდესაც "ბარსელონამ" ვალვერდეს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა, არავის გაკვირვებია, თუმცა მის შემცვლელად 61 წლის კიკე სეტიენის დანიშვნა, ბევრისთვის სიურპრიზი იყო.

    ბოლო წვეთი

    კლუბში ვალვერდეს ბოლო რამდენიმე თვე ეჭვის თვალით უყურებდნენ. 4 იანვარს, ლა ლიგის ბოლოადგილოსანთან, "ესპანიოლთან" მატჩის (2-2) შემდეგ, ბართომეუ მიხვდა, რომ გუნდი ცვლილებებს საჭიროებდა. მატჩიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, "ბარსას" პრეზიდენტმა ბორდის წევრებს უთხრა, რომ თუ ესპანეთის სუპერ თასზე, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გუნდი დამაკმაყოფილებელ შედეგს არ აჩვენებდა, მთავარ მწვრთნელს გაათავისუფლებდნენ.

    9 იანვარს, საუდის არაბეთში გუნდმა, ალბათ, სეზონის საუკეთესო თამაში შემოგვთავაზა, მაგრამ ორი სულელური შეცდომა "ბარსელონასთვის", კონკრეტულად კი ვალვერდესთვის საბედისწერო აღმოჩნდა. "ატლეტიკომ" "ქამბექი" შეასრულა... თამაშში განვითარებულმა ასეთმა სცენარმა, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებს "რომა" და "ლივერპული" გაახსენა. კლუბი ერნესტოს გაშვებას ზაფხულში გეგმავდა და მისი შემცვლელის ძებნაც დიდი ხნის დაწყებული იყო, მაგრამ მადრიდელებთან მარცხმა პროცესი დააჩქარა.

    "ბარსელონას" ბორდის წევრები ვალვერდეს გათავისუფლებას გასულ ზაფხულშიც ითხოვდნენ. იმ დროს "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, პეპ სეგურამ, კლუბს ტიერი ანრის კანდიდატურა შესთავაზა. ბორდის სხვა წევრები მთავარ მწვრთნელად რობერტო მარტინესის დანიშვნის მომხრენი იყვნენ. ასევე, განიხილებოდა კიკე სეტიენის ვარიანტიც, თუმცა ბართომეუ ვალვერდეს ორი მიზეზის გამო არ ათავისუფლებდა: 1. ერნესტოს მხარს ფეხბურთელები უჭერდნენ, 2. მას ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელების კანდიდატურები დიდად არ ხიბლავდა.

    მას შემდეგ გუნდის შედეგები ნორმალური იყო, მაგრამ ბართომეუ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ გახლდათ. ხალხი ერნესტოს სათამაშო სტილის გამო ხშირად აკრიტიკებდა. ამბობდნენ, რომ მაშინაც კი, როდესაც გუნდი იგებდა, "ბარსელონა" ისე არ თამაშობდა, როგორც ამ კლუბს შეეფერება.

    "ესპანიოლთან" მარცხის შემდეგ, ბართომეუმ "ბარსას" სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის მოძებნა დაავალა. "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ კი ბასკის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

    ამ მატჩის შემდეგ, პრეზიდენტი კლუბის რამდენიმე მოთამაშეს შეხვდა და მისი გეგმები გააცნო.

    მოთამაშეებს ვალვერდე მოსწონდათ, თუმცა გასახდელში ფეხბურთელების ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა. პირველი ჯგუფი ერნესტოს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, ხოლო მეორე ჯგუფი თვლიდა, რომ ვარჯიშები საკმარისად ინტენსიური არ იყო და მწვრთნელი ნაკლებად იყო ჩართული საქმეში. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ჟერარ პიკე და ლიონელ მესი არიან, პირველ "ბანაკში" იყვნენ, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელები და კლუბის ახალი შენაძენები - მეორეში.

    14 იანვარს, დილით, როდესაც ერნესტო "სიტუატ ესპორტივაზე" ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებლად მივიდა, მან ცრემლები ვერ შეიკავა. ეს მომენტი საკმაოდ სენტიმენტალური იყო გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოთამაშისთვის, ანსუ ფატისთვის, რომელსაც ვალვერდეს მეთაურობით პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. სანამ საბოლოოდ წავიდოდა, ერნესტომ ახალგაზრდა ფეხბურთელთან პირადად გასაუბრება მოითხოვა - "თუ ასე განაგრძობ, პირველ გუნდს კარგად შეეწყობი. თამაშისადმი მიდგომა არ შეცვალო."

    მწვრთნელებზე ნადირობა

    "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, აბიდალი და ოსკარ გრაუ დოჰაში ჩავისთან შესახვედრად ჩავიდნენ. მათ "ბარსას" ლეგენდასთან სამი შეხვედრა გამართეს. კლუბის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ ის "ბლაუგრანას" ჩასაბარებლად მზად იყო. ასევე, ისინი ჩავიში პოლიტიკურ იარაღსაც ხედავდნენ. (ჩავი "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ფონტის გუნდის წევრად ითვლება, რომელიც 2021 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას).

    "ბარსელონამ" სცადა, რომ აბიდალისა და გრაუს დოჰაში ვიზიტი უსმან დემბელესთვის მიეწერა, თუმცა ინფორმაციამ პრესაში მალევე გაჟონა. ვალვერდეს არავინ ეკონტაქტებოდა, ის მედიიდან იგებდა ყველაფერს, რაც მისი შემცვლელის ძებნის შესახებ იწერებოდა. კატალონიურ კლუბს ეს საქციელი ბევრმა ადამიანმა არ მოუწონა, მათ შორის ანდრეს ინიესტამაც.

    პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კლუბს რონალდ კუმანისთვის არ მიუმართავს. განიხილებოდა მასიმილიანო ალეგრისა და მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურები. ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებების დაწყებას მისი წარსულში გაკეთებული კომენტარი ართულებდა - "ბარსელონაში" მუშაობას, ფერმაში მუშაობა მირჩევნია".

    "ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელის, გარსია პიმიენტას ვარიანტი თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ფეხბურთელები თვლიდნენ, რომ ის პირველი გუნდის ჩასაბარებლად მზად არ იყო. მეტიც, ერთ-ერთი მოთამაშის აგენტმა განაცხადა, რომ პიმიენტას მოსვლის შემთხვევაში, მისი კლიენტი კლუბის გამოცვლაზე დაფიქრდებოდა.

    კიკე სეტიენი

    სეტიენმა შაბათ-კვირა ესპანეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში გაატარა. ის "ბარსას" საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა. "გუშინ, ჩემს სოფელში ძროხების გვერდით დავდიოდი, ახლა კი საუკეთესო მოთამაშეებს გავწვრთნი." - თქვა კიკემ თავის პრეზენტაციაზე.

    პირველად "ბლაუგრანა" სეტიენს დეკემბერში დაეკონტაქტა. ამის შემდეგ, კატალონიელებმა მას გასულ პარასკევს დაურეკეს. ზოგიერთ ბორდის წევრს ის ფაქტი აღელვებდა, რომ კიკეს ევროპულ ტურნირებზე თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვს, თუმცა 61 წლის სპეციალისტმა იცოდა, რომ თუ ჩავი "ბარსას" გაწვრთნაზე უარს იტყოდა, მას კატალონიური კლუბის ჩაბარების კარგი შანსი ექნებოდა.

    კვირას კიკეს და მის აგენტს "ბარსელონას" წარმომადგენლებმა დაურეკეს: "სავარაუდო კანდიდატების სიაში ხარ. მშვიდად იყავი და არსად არაფერი თქვა."

    იმ დროს, როდესაც აბიდალი და გრაუ დოჰაში იყვნენ, კიკეს საუდის არაბეთიდან შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ის "ბარსელონას" ელოდებოდა.

    "ბარსას" წარმომადგენლებს სეტიენის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მანმდეც ჰქონდათ გადაწყვეტილი, სანამ კიკე მათ "ჭიქების მასტერკლასს" ჩაუტარებდა, რადგან კლუბი "ბეტისის" ფეხბურთელებს, მარკ ბარტრასა და ხოაკინს დაუკავშირდა, რათა მათი აზრი მოესმინა სეტიენის ვარჯიშებთან დაკავშირებით.

    "ბარსელონაში" კიკეს ჩატარებულმა პირველმა ვარჯიშმა აბიდალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

    პირველ ვარჯიშამდე, ბართომეუმ ფეხბურთელებს თავიანთი ახალი დამრიგებელი და მისი სამწვრთნელო შტაბი ფორმალურად წარუდგინა. მოსალოდნელი იყო შაბლონური სიტყვების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა კიკე პირდაპირ "შეტევაზე" გადავიდა: "თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ახლავე მითხარით. პრობლემა ჩანასახშივე უნდა მოვკლათ." ასევე, მან გააფრთხილა მოთამაშეები, რომ ვარჯიშები უფრო დატვირთული და ინტენსიური იქნებოდა, რათა გუნდს ბურთის სწრაფად მოძრაობა და მეტოქის ნახევარზე პრესინგი შესძლებოდა.

    პირველი, რაც სეტიენმა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, დათმობებზე წასვლაა. მან უკვე ჩაატარა ორმაგი ვარჯიში პირველივე დღეს. ასევე, გააუქმა დასვენების დღე, რომელიც ოთხშაბათს იყო დანიშნული და ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეკრიბა "სიტუატ ესპორტივაზე". ერთ-ერთმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ახლა ვარჯიშები უფრო ინტენსიურია. ისინი "რონდოს" უფრო მომცრო წრეში თამაშობენ, რაც შესაბამისად ბურთის სწრაფად მოძრაობას იწვევს. სამშაბათს, ჟერარ პიკე და არტურო ვიდალი პირველი 20 წუთი ვარჯიშის შემდეგ "მოკვდნენ".

    სეტიენი უკვე ესაუბრა ლიონელ მესისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. კიკემ შეხვედრების სხვა ფეხბურთელებთანაც დაგეგმა. თავიდან, მესი ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურედა, მაგრამ არგენტინელი კიკეს ოფისიდან გაღიმებული გამოვიდა.

    სამშაბათს, ვალვერდე და სეტიენი სამწვრთნელო ბაზაზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ (შემთხვევით), როდესაც ერნესტო თავის ნივთებს ალაგებდა. პირველი შეხვედრა ცოტათი დაძაბული გამოდგა, ხოლო მეორე დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ მათ ნომრებიც გაცვალეს. "დამირეკე თუ რამეში დახმარება დაგჭირდება." - უთხრა ვალვერდემ კიკეს.

    ხუთშაბათის ვახშამი ვალვერდემ დაგეგმა, თუმცა რა თქმა უნდა, მის მაგივრად რესტორანში სეტიენი მივიდა. დემბელემ ყველანაირი ფინანსური ხარჯი "თავის თავზე აიღო" (ხარჯები ფეხბურთელების ჯარიმებიდან ბოლო თვეებში შეგროვებული ფულით დაიფარა). თავად ფრანგი ვახშამს არ ესწრებოდა ისევე, როგორც ლუის სუარესი.

    ვახშამზე ისაუბრეს ახლაგაზრდა ფეხბურთელებმა და კლუბის ახალმა შენაძენებმა. რა თქმა უნდა, სიტყვით გამოვიდა კიკე სეტიენი. მან განაცხადა, რომ სურს, კლუბს კრუიფის ფილოსოფიის დაბრუნებაში დაეხმაროს, რადგან როგორც ვალვერდემ გაარკვია, "ბარსელონაში" მხოლოდ შედეგი საკმარისი არ არის...

    წყარო: ESPN

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Saba წევრი [?]

    19 იანვარი 2020 00:34

    Magaria Setieni magar shedegs dadebs naxavt

    2
    გასულია
    Bakero Culé [?]

    18 იანვარი 2020 23:38

    ციტატა: davidus2020
    ფიზიკა რომ ნული იყო ,ყველა თამაშზე ეტყობოდათ,მაგის გამო ღებულობდნენ ამდენ ყვითელ ბარათებს და ტრამვებმა,ამდენი ტრამვა ბარსას ფეხბურთელებს მოეღოს არ მახსოვს,იმედია ამოქაჩავენ.

    100% ზუსტად მაგის გამოა ამდენი ტრავმები ! პრედსეზონკაზე ფიზიკური ვარჯიშები ჰქონდათ 0 ! შედეგი ტრავმები ! ვინც ტრავმებს ჯერ ჯერობით გადაურჩა ტაიმი დადის, ტაიმი დარბის, ისიც ძლივს ! პრესინგი 0 ! აქეთ გვაპრესინგებენ მოწინააღმდეგეები ცუდ დღეშია კიკე რეალურად თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი ჯერ პირველ რიგში ფიზმომზადება ! ყველა რგოლში პრობლემები გუნდს შტეგო და მესი მიათრევენ ჯერ ჯერობით მაგრამ როცა ღმერთი ეგეთ შანსს გაძლევს 61 წლის ასაკში და იცი რომ ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება ! იასნია თავს არ დაზოგავ !

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    18 იანვარი 2020 20:15

    ციტატა: BEQA BARCA
    ჭიქების მასტერკლასი მომეწონა 😂😂

    მეც, მაინტერესებს ამ მასტერკლასის ნახვა და ვიდეო მაინც გადაეღო ვინმეს იქ მყოფს..🤗🤗🤗

    2
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    18 იანვარი 2020 18:52

    სტატია მშვენიერია ყოჩაყ ავტორს.
    და რავი ამის გარდა კიდე ბევრი რაღაცა არ იწერება ჩემი აზრით რაც კლუბში ხდება მარა ზევით არ აწყობთ ამ ყველაფრის გახმაურება

    3
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    18 იანვარი 2020 17:11

    ჭიქების მასტერკლასი მომეწონა 😂😂

    4
    გასულია
    Johan წევრი [?]

    18 იანვარი 2020 16:34

    რადგან როგორც ვალვერდემ გაარკვია, "ბარსელონაში" მხოლოდ შედეგი საკმარისი არ არის...

    ძალიან კარგი ნათქვამია:დდ ვალო ვიცი წარმატებას მიაღწევს მისნაირი ფილოსოფიის გუნდში. სეტიენს წარატებები.

    5
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 იანვარი 2020 15:16

    კაი სტატია იყო, საღოლ infinityIniesta. 👍

    9
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    18 იანვარი 2020 14:54

    ფიზიკა რომ ნული იყო ,ყველა თამაშზე ეტყობოდათ,მაგის გამო ღებულობდნენ ამდენ ყვითელ ბარათებს და ტრამვებმა,ამდენი ტრამვა ბარსას ფეხბურთელებს მოეღოს არ მახსოვს,იმედია ამოქაჩავენ.

    6
    გასულია
    sandro barca წევრი [?]

    18 იანვარი 2020 14:42

    ციტატა: duggu
    ციტატა: Mes cue un club 1899
    პირველი, რაც სეტიენმა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, დათმობებზე წასვლაა. მან უკვე ჩაატარა ორმაგი ვარჯიში პირველივე დღეს. ასევე, გააუქმა დასვენების დღე, რომელიც ოთხშაბათს იყო დანიშნული და ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეკრიბა "სიტუატ ესპორტივაზე". ერთ-ერთმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ახლა ვარჯიშები უფრო ინტენსიურია. ისინი "რონდოს" უფრო მომცრო წრეში თამაშობენ, რაც შესაბამისად ბურთის სწრაფად მოძრაობას იწვევს. სამშაბათს, ჟერარ პიკე და არტურო ვიდალი პირველი 20 წუთი ვარჯიშის შემდეგ "მოკვდნენ". აი ესე უნდა მოიქცეს მწვრთნელი ვიდალი რო 20 წუთში მოკვდება აზრზე ხარ რა ვარჯიში იქნებოდა❤️❤️❤️

    აი ვიდალი 20 წუთში თუ მოკვდა მაშ სხვები 10 წუთს ვერ გაუძლებდნენ და ეს საგანგაშოა. აზზე ხარ რა გამძორებულები არიან? ამიტომაც გვჯობნიდა ყველა გუნდი სირბილში და გამძლეობაში

    ვიდალი ატლეტიკოსთანაც დაიღალა თუ დააკვირდით. ფიზიკა იყო ნული ფაქტიურად.

    8
    გასულია
    Msn91011 წევრი [?]

    18 იანვარი 2020 14:28

    პიკეს და მესის საქციელზე უბრალოდ დაფიქრდით მემგონი ძაან სამარცხვინოდ იქცეოდნენ

    11
    გასულია
    პავლოვიჩი56 წევრი [?]

    18 იანვარი 2020 14:21

    კიკე არ დაგვღუპო...გთხოვ, გადააგდე ვალვერდეს ტელეფონის ნომერი... stuck_out_tongue_winking_eye

    15
    გასულია
    duggu ფანი [?]

    18 იანვარი 2020 13:46

    ციტატა: Mes cue un club 1899
    პირველი, რაც სეტიენმა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, დათმობებზე წასვლაა. მან უკვე ჩაატარა ორმაგი ვარჯიში პირველივე დღეს. ასევე, გააუქმა დასვენების დღე, რომელიც ოთხშაბათს იყო დანიშნული და ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეკრიბა "სიტუატ ესპორტივაზე". ერთ-ერთმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ახლა ვარჯიშები უფრო ინტენსიურია. ისინი "რონდოს" უფრო მომცრო წრეში თამაშობენ, რაც შესაბამისად ბურთის სწრაფად მოძრაობას იწვევს. სამშაბათს, ჟერარ პიკე და არტურო ვიდალი პირველი 20 წუთი ვარჯიშის შემდეგ "მოკვდნენ". აი ესე უნდა მოიქცეს მწვრთნელი ვიდალი რო 20 წუთში მოკვდება აზრზე ხარ რა ვარჯიში იქნებოდა❤️❤️❤️

    აი ვიდალი 20 წუთში თუ მოკვდა მაშ სხვები 10 წუთს ვერ გაუძლებდნენ და ეს საგანგაშოა. აზზე ხარ რა გამძორებულები არიან? ამიტომაც გვჯობნიდა ყველა გუნდი სირბილში და გამძლეობაში

    11
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    18 იანვარი 2020 13:38

    ამ სტატიის მერე ბოლომდე მჯერა სეტიენის მოდით ლუბოი

    15
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    18 იანვარი 2020 13:15

    პირველი, რაც სეტიენმა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, დათმობებზე წასვლაა. მან უკვე ჩაატარა ორმაგი ვარჯიში პირველივე დღეს. ასევე, გააუქმა დასვენების დღე, რომელიც ოთხშაბათს იყო დანიშნული და ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეკრიბა "სიტუატ ესპორტივაზე". ერთ-ერთმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ახლა ვარჯიშები უფრო ინტენსიურია. ისინი "რონდოს" უფრო მომცრო წრეში თამაშობენ, რაც შესაბამისად ბურთის სწრაფად მოძრაობას იწვევს. სამშაბათს, ჟერარ პიკე და არტურო ვიდალი პირველი 20 წუთი ვარჯიშის შემდეგ "მოკვდნენ". აი ესე უნდა მოიქცეს მწვრთნელი ვიდალი რო 20 წუთში მოკვდება აზრზე ხარ რა ვარჯიში იქნებოდა❤️❤️❤️

    17
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    18 იანვარი 2020 13:13

    დემბელემ ყველანაირი ფინანსური ხარჯი "თავის თავზე აიღო" (ხარჯები ფეხბურთელების ჯარიმებიდან ბოლო თვეებში შეგროვებული ფულით დაიფარა) smile smile smile კარგი იყო joy

    13
    --------------------
    5:0
    Messi 600
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    18 იანვარი 2020 13:11

    ბრავოოო, ასეთი სიახლეების კითხვა მიტაცებს👍👍👍👍👍👍👍👍👍👍.
    კაი ტიპი ჩანს სეტიენი, მოუთმენლად ველი გრანადას თრევას!

    23
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    18 იანვარი 2020 13:09

    უმტიტი რა კაცია როგორ გავიდა რესტორნიდან 😂😂 თან რო ცეკვავდა😂😂😂ფრანგებმა იციან გართობა რა

    17
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    18 იანვარი 2020 13:08

    Suares rogor moakldeba es yvelaperi da barcas suaresi

    10
    პარტნიორები
    Flashscore.ge