ვილია:"ბოიანი - ესპანური ფეხბურთის მომავალი"

ვილია:"ბოიანი - ესპანური ფეხბურთის მომავალი"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა "ბარსას" მომავალ ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ბოიან კრკიჩზე. ელ გუახელმ საქებარი სტყვები არ დაიშურა საკუთარი თანაგუნდელის მიმართ.

ესპანეთის ნაკრების გოლეადორმა განაცხადა, რომ ბოიან კრკიჩი არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი. იგი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის, ამიტომ ვილიამ დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად დაასახელა.

"მე ძალიან მინდა ვიყო 20 წლის და ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ბოიანია. იგი არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი. მას აქვს მომავალში დიდი პერსპექტივა და არის ესპანეთის ფეხბურთის ერთ ერთი მომავალი. ბოიანი აუცილებლად დაიწყებს "ბარსელონაში" გოლების გატანას."-განაცხადა "ბლაუგრანას" თავდამსხმელმა "MARCA"-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.